Japanese Reveal Do-It-Yourself Pius EV
13 ივლისი
ახლახანს „ტოიოტას“ სათამაშო
ავტომობილი-კონსტრუქტორი „კამატი“ გაგაცანით, რომელმაც, იაპონური კომპანიის
განმარტებით, იაპონელ და არამარტო იაპონელ მოზარდ თაობას ავტომობილისადმი
განელებული ინტერესი უნდა გაუღვივოს. და აი, საავტომობილო სამყაროში კიდევ ერთი,
ამჯერად ნაკლებად ცნობილი კომპანია გამოჩნდა, რომელსაც გაცილებით ამბიციური
მიზნები აქვს.
კომპანიის სახელია „მოდი კორპი“, რომლის
ინჟინრებმაც შეიმუშავეს პატარა, ერთადგილიანი ელექქტრომობილი, რომელიც გარეგნულად
ძალიან ჰგავს სათამაშო, პედლიან ავტომობილს. ესეც ავტომობილი-კონსტრუქტორია,
სახელად „პიუსი“, რომელსაც მყიდველი, სპეციალური ინსტრუქციის დახმარებით, თავად
ააწყობს...
მწარმოებლის განცხადებით, „პიუსი“ საკმაოდ
უსაფრთხოა იმისათვის, რომ მას საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილება შეეძლოს.
იაპონიაში ის კლას-1 კატეგორიას შეესაბამება, რომელშიც მოტორიზებული ბიციკლები
(მოტოროლერები) შედის. და ამგვარად, მისით სარგებლობა, სპეციალურ ლიცენზიას არ
საჭიროებს.
დიდი შანსია იმისა, რომ „პიუსი“ სერიოზულ
ავტომობილად არ აღიქვათ. არც ესაა პრობლემა - „მოდი კორპი“ აცხადებს, რომ ეს მიკრო
ელექტრომობილი პირველ რიგში, საჩვენებელი ვერსიააუნივერსიტეტებისთვის, მექანიკის
სკოლებისთვის და ტექნოლოგიური კოლეჯებისთვის. მოკლედ, „პიუსს“ უფრო სასწავლო
დანიშნულება აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გადაადგილების საშუალებად
გამოყენება არ შეიძლება.
მიკრო ელექტრომობილის გაბარიტებია: სიგრძე 2500 მმ,
სიგანე 1230 მმ, სიმაღლე 850 მმ. მისი აკუმულატორების ტევადობა საკმარისია
იმისათვის, რომ 25 კილომეტრი გაიაროთ და ამ დროს, მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 35 კმ/სთ
იქნება. უფრო მეტი ინფორმაცია ამ პატარაზე ჯერჯერობით არ ქვეყნდება.
სამაგიეროდ
„მოდი კორპი“ გვპირდება, რომ „პიუსის“ კიტ კომპლექტების (ასაწყობი კომპლექტების) წარმოებას
2013 წელს დაიწყებს და უფრო ახლოს ამ ჯუჯას ოფიციალური პრემიერის შემდეგ გაგვაცნობს.
No comments:
Post a Comment