Dutch bus maker readies deal to buy Mitsubishi
plant to build Minis for BMW
11 ივლისი
ავტობუსების მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია VDL
ჯგუფი მზადაა, „მიცუბიშისგან“ გამოისყიდოს ჰოლანდიაში მდებარე ქარხანა „ნედქარი“
და იქ „ბეემვეს“ შეკვეთით, „მინის“ ავტომობილები გამოუშვას. იაპონური კომპანია
მზადაა, ეს ქარხანა 1 ევროს საფასურად დათმოს, მხოლოდ „მყიდველი“ ვალდებული
იქნება, ქარხნის 1500-იანი შტატი შეინარჩუნოს. „მიცუბიში“ ირწმუნება, რომ ამ
გარიგებით, რომელიც წლის ბოლოს უნდა გაფორმდეს (როცა თავად ქარხანას გაჩერებას
უპირებს) დაახლოებით 28 მილიარდ იენს (დაახლოებით, 352 მილიონი დოლარი) დაკარგავს.
ინტერნეტ გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“
საუბრისას, VDL-ის პრესმდივანი კაროლიენ ფან დერ ლეეხტი ამბობს, რომ მისი კომპანია
უკვე მოელაპარაკა „ნედქარ-ის“ პროფკავშირებს და ახლა „მიცუბიშისთან“ და „ბეემვესთან“
აწარმოებს მოლაპარაკებას. პირობების შეთანხმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს,
თუმცა ჯერ არ დასრულებულა.
უფრო ადრე, გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ „ნედქარ-ის“
გამოყენებას „მინის“ ახალი მოდელების წარმოებისთვის აპირებს. ოღონდ, ქარხნის
შეძენა მის ინტერესებში არ შედის. ბავარიელებს სურთ, რომ სუბკონტრაქტორთან ჰქონდეთ
საქმე, რომელიც მათს შეკვეთებს შეასრულებს.
ამჟამად, „მიცუბიში“ აღნიშნულ ქარხანაში
სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „კოლტს“ და უგზოობის „აუტლანდრს“ აწარმოებს. მაგრამ ქარხანას
წლის ბოლოს გააჩერებს. რაც შეეხება VDL-ს, თუ ქარხანა შეიძინა, მას 2014
წელს აამოქმედებს.
„ნედქარ-ი“
სამხრეთ ჰოლანდიის ქალაქ ბორნში მდბარეობს. თავად ეს ქალაქი სამი ქვეყნის - ჰოლანდიის,
ბელგიისა და გერმანიის საზღვრის სიახლოვესაა. „მიცუბიშის“ ავტომობილების გარდა, იქ
ქრცთუ შორეულ წარსულში, „ვოლვოს“ და „სმარტის“ (ორადგილიან) ავტომობილებსაც
აწარმოებდნენ. ერთ დროს, მისი თანამფლობელები შვედური საავტომობილო კომპანია და
ჰოლანდიის მთავრობაც იყვნენ, თუმცა მათ თავიანთი წილები დათმეს და ქარხნის
ერთპიროვნული მფლობელი „მიცუბიში“ გახდა. მაგრამ შარშან, იაპონურმა კომპანიამ იქ
მხოლოდ 50 000 ავტომობილი გამოუშვა, რაც მისი გლობალური წარმოების (1.1 მილიონი) 5
პროცენტზე ნაკლებია. არადა, ქარხნის ნომინალური წარმადობა 200 000 ავტომობილია.
No comments:
Post a Comment