Better Place EVs Surpass 1-Million Km Mark
11 ივლისი
თანამედროვე ელექტრომობილების ერთ-ერთი მთავარი
პრობლემა, აკუმულატორების დამუხტვისთვის საჭირო დიდი დროა. ავტომწარმოებლები
გამუდმებით ეძებენ ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებს. ამ მიმართულებით ყველაზე წინ კი
ებრაული კონსორციუმი „ბეტერ პლეისი“ წავიდა, რომელმაც ავტომობილებზე აკუმულატორების
ბლოკის სწრაფად შეცვლის ტექნოლოგია შეიმუშავა და უკვე დანერგა კიდეც.
„ბეტერ პლეისს“ ისრაელში და დანიაში 55 სადგური
აქვს გახსნილი, რომლებიც 2007 წლიდან მუშაობს და რომლებშიც „რენოს“ წარმოების, სპეციალურად
აღჭურვილ ელექტრომობილებს, უკვე 15 000-ზე მეტჯერ შეუცვალეს აკუმულატორების ბლოკი.
ეს კი ამ ავტომობილებს (მათი რიცხვი არ ქვეყნდება), საერთო ჯამში, უკვე მილიონი
კილომეტრის გავლაში დაეხმარა.
ამ სადგურების მუშაობის პრინციპი შემდეგშია: ის
ემსახურება მანქანას, რომელსაც აკუმულატორების ბლოკი დაუჯდა და ენერგიის შევსება
სჭირდება. მანქანა შედის სპეციალურ ადგილზე, სადაც სამიოდ წუთში, მის დაცლილ ბლოკს
იღებენ და ენერგიით შევსებული ბლოკით ანაცვლებენ. ამგვარად, აღარაა საჭირო
ენერგიის შესავსებად საათობით ლოდინი.
რა
თქმა უნდა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ აკუმულატორების შესაცვლელი სისტემა
მეტისმეტად მსხვილგაბარიტიანი და ძვირია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. „ბეტერ
პლეისი“ მის დახვეწას აპირებს, რის შემდეგაც, სისტემა არამხოლოდ კომპაქტური გახდება,
არამედ ის მანქანებს გაცილებით სწრაფადაც (წამებში) მოემსახურება...
No comments:
Post a Comment