16 ივლისი
ლუის ჰამილტონს სურს, რომ „მაკლარენთან“ თავისი
მომავლის შესახებ მოლაპარაკება ზაფხულის არდადეგების დროს დაასრულოს, რადგან
მიაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოსაფვარებლად, ეს საუკეთესო დროა. ბრიტანულ
გუნდთან მის კონტრაქტს ვადა ამ სეზონის ბოლოს გასდის. ჰამილტონი ამბობს, რომ გუნდის
ახლანდელი კრიზისი მის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. მაგრამ დასძენს, რომ
მთავარია, იქ გააგრძელოს, სადაც გამარჯვების საშუალება ექნება.
იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჰამილტონის გადაბირება „რედ
ბულს“ სურდა, მაგრამ ავსტრიულმა გუნდმა მარკ უებერთან გააგრძელა კონტრაქტი. „ფერარიც“
ალბათ ფელიპე მასას დაიტოვებს, თუმცა იტალიურ გუნდში ჰამილტონის გადასვლის შანსი
ისედაც მცირეა. რჩება ორი ვარიანტი - „მერსედესი“ და „ლოტუსი“.
მაგრამ გერმანულ გუნდში ჯერ მიხაელ შუმახერის
გადაწყვეტილებას ელიან. თუ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დარჩება, მაშინ
სამქიმიანებს ვაკანსია არ ექნებათ. რაც შეეხება „ლოტუსს“, ძნელი წარმოსადგენია, ამ
გუნდმა თავის ახლანდლ პილოტთაგან რომელიმეზე თქვას უარი. გამოდის, რომ ჰამილტონის
ერთადერთი რეალური ვარიანტი ისევ „მაკლარენია“, რომელშიც 2007 წლიდან გამოდის.
ახლახანს ჰამილტონი მოსკოვში, საჩვენებელ შოუზე
მონაწილეობდა და იქ ერთ-ერთ ადგილობრივ სააგენტოს ინტერვიუ მისცა. საუბრისას მან თქვა,
რომ „მაკლარენთან“ მოლაპარაკებას მალე დაიწყებს. არადა, ერთი თვის წინ ნათქვამი
აქვს, რომ სეზონის ბოლომდე ამ საკითხზე ფიქრსაც არ აპირებს.
კითხვაზე, რა ფაქტორები იმოქმედებს მის
გადაწყვეტილებაზე, ჰამილტონი პასუხობს: „დავიწყებ იმით, რომ გადაწყვეტილებაზე
ხანგრძლივი ურთიერთობიდან გამომდინარე უნდა იფიქრო. ნახევარი სეზონის კრიზისმა
გადაწყბეტილებაზე არ უნდა იმოქმედოს. მითუმეტეს, როდესაც გუნდთან ექვსი სეზონი
მაქვს გატარებული. 13 წლის ვიყავი, როდესაც ამ გუნდში მოვედი. მას შემდეგ 14 წელი
გავიდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მცირე დეტალები. და ეს ყველაფერი გაცილებით
სრულყოფილ სურათს ხატავს. საერთოდ, ბევრი რამის გათვალისწინება გვიწევს. მაგრამ
მთავარი ისაა, რომ ეს ხალხი მე დამეხმარა და ფ1-ში მომიყვანა. ჩემს კარიერას
სწორედ მათ ვუმადლი. მორე მხრივ, ყველამ იცის, რომ აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვარ.
არც ისეთი პატარა ვარ, რომ დრო გავანიავო. ამიტომ, სანამ ნაბიჯს გადავდგამ,
დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მაქსიმუმს მივაღწევ. ჩემთვის მთავარია ვიცოდე, რომ
გამარჯვება შესაძლებელი იქნება. სწორედ ამისთვის არ ვზოგავ საკუთარ თავს და მინდა,
სასეთივე მხარდაჭერით უზრუნველყოფილი ვიყო“.
რაც
შეეხება ამ სეზონს, ჰამილტონი თვლის, რომ ჯერ ყველაფერი წინაა და იმედს
გამოთქვამს, რომ კრიზისის დაძლევაში, გუნდის მიერ მომზადებული სიახლეები
დაეხმარება, რომლებიც „მაკლარენმა“ გერმანიის დიდი პრიზისთვის მოამზადა: „გამარჯვებისთვის
ყოველთვის მზად ვარ. გაცილებით მეტი რბოლა უნდა მოგვეგო, მაგრამ სეზონის
დასრულებამდე ჯერაც ბევრი რბოლა გვაქვს. გამარჯვებები შესაძლებელია. აქამდე განვითარების
ტემპებით სხვებს ჩამოვრჩებოდით. მაგრამ სამაგიეროდ, შემდეგი რბოლისთვის ჩვენ ბევრი
სიახლე გვექნება. და იმედია, რომ ეს ყველაფერი სასურველ შედეგს მოგვიტანს და საბრძოლო
პოზიციაზე დაგვაბრუნებს“.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment