Monday, July 16, 2012

„სუძუკი“ „გრანდ ვიტარას“ განაახლებს


Suzuki Freshens Up Japanese Market Grand Vitara for the 2013MY
16 ივლისი
თვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელს, ქროსოვერ „გრანდ ვიტარას“ „სუძუკი“ უკვე 7 წელია, უშვებს. ასეთი ხანდაზმულობით, კომპაქტური ქროსოვერების ბაზარზე მხოლოდ „ტოიოტა RAV4“ თუ დაიკვეხნის. მოკლედ, „დიდი ვიტარას“ განახლების დრო ახლოვდება, მაგრამ სანამ მას შეცვლიდეს, იაპონურმა კომპანიამ მორიგი ფეისლიფტინგის ჩატარება გადაწყვიტა. და თანაც, მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის.

იაპონიაში ამ ავტომობილს „ესკუდოს“ სახელით იცნობენ. განახლების შემდეგ, მას რადიატორის ბადის მოყვანილობას შეუცვლიან. ბადეს შუაში ორი ჰორიზონტალური ფირფიტა გაუყვება, რომლებიც შუაში ფართოვდება და კომპანიის ლოგოსთვის საჭირო პლატფორმას ქმნის. წინა ბამპერი შეიცვალა და უფრო რთული ფორმა მიიღო. ბამპერის სტრუქტურაშია მოთავსებული გაბარიტული ფარების შავი ფოსოები. შეიცვალა ალუმინის ბორბლების დიზაინი. რაც მტავარია, ამიერიდან „გრანდ ვიტარას“ უკანა კარზე ვეღარ ნახავთ სათადარიგო ბორბალს, რომელსაც ამიერიდან, საბარგულში მიუჩინეს ადგილი.
სამაგიეროდ, პრაქტიკულად არ იცვლება სალონი. სიახლეა მხოლოდ გაწყობისთვის გამოყენებული ახალი მასალები, ასევე სავარძლების და კარის ელემენტების ფერების გაზრდილი არჩევანი.
გარდა ამისა, „სუძუკი“ თავის მყიდველს „გრანდ ვიტარას“ ახალ, სპეციალურ ვერსიას შესთავაზებს, სახელად „X-ედვენჩა“. ამ ავტომობილს განსხვავებული, 18-დუიმიანი ბორბლები, რადიატორზე შემოვლებული ქრომირებული არშია, უკანა სპოილერი, ასევე დამატებითი სტანდარტული ეკიპირება განასხვავებს, რომელშიც გამჭვირვალე სახურავი და ორფეროვანი სავარძლები (წითელი ელემენტებით) შედის. წითელი ფერის მასალებია ასევე გამოყენებული საჭის რგოლსა და გადაცემების შესაცვლელ ბერკეტზე.
იაპონური კომპანია ჯერ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ცვლილებები შევა ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ „გრანდ ვიტარას“ რესტაილინგებულ პაკეტში. სავარაუდოდ, მისი პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment