29 ივლისი
ალბათ დაკვირვებიხართ, რომ როცა სუპერ
ავტომობილების აღწერას კითხულობთ, იქ იშვიათად ამოიკითხავთ მათს ეკონომიკურ
მაჩვენებლებს. კერძოდ, ინფორმაციას საწვავის ხარჯის შესახებ. მაგრამ დრო იცვლება,
ავტომწარმოებლებს მკაცრ სტანდარტებს უწესებენ და ისინიც იძლებულნი არიან, ამ
პარამეტრებს ისევე მიაქციონ ყურადღება, როგორც სიმძლავრეს და მანევრულობას.
ახლახანს, „ლამბორგინიმ“ გამოაცხადა, რომ მისი
სუპერ ავტომობილი „ავენტადორი“, მომავალი წლიდან, ძრავის ცილინდრების დეაქტივაციის
სისტემითაც აღიჭურვება. როდესაც ძრავი განტვირთულ რეჟიმში იმუშავებს, ეს სისტემა ექვს
ცილინდრს გათიშავს. გარდა ამისა, ავტომობილი ასევე სისტემა სტარტ-სტოპსაც მიიღებს.
და ორივე სისტემა, მის სტანდარტულ ეკიპირებაში შევა.
გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ გვამცნობს,
რომ ცილინდრების გათიშვის სისტემას, 6 ცილინდრი მანამ ექნება გათიშული, სანამ
ავტომობილის სიჩქარე 135 კმ/სთ-ზე ნაკლები იქნება. ეს კი 130 კმ/სთ სიჩქარით
მოძრაობისას, ავტომობილის ეკონომიურობას დაახლოებით 20 პროცენტით გააუმჯობესებს.
სისტემა სტარტ-სტოპთან ერთად, ცილინდრების დეაქტივაციის
სისტემის წყალობით, „ავენტადორის“ საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 16.0 ლიტრი
იქნება. შედარებისთვის, ამჟამად შესაბამისი მაჩვენებელი 17.2 ლიტრია. შესაბამისად,
გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა, ახლანდლი 398-დან 370 გრამამდე შემცირდება.
აქვე ალბათ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტარტ-სტოპი, აქსელერატორზე ფეხის დაჭერიდან,
ძრავს სულ რაღაც 180 მილიწამში რთავს.
„ლამბორგინი“ ამ სისტემებით აღჭურვილ „ავენტადორს“
პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენებს. ეს ავტომობილი ასევე განახლებული საკიდარით და დამატებითი
აეროდინამიკური პაკეტით აღიჭურვება. ასევე, მყიდველს სალონის გაფორმების ახალ
ვარიანტებსაც შესთავაზებენ. სამწლიანი გარანტია კი ოთხწლიანით შეიცვლება.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment