Monday, July 30, 2012

თანაგუნდელების ჯახი გროჟანის თვალით

Romain Grosjean plays down wheel-banging clash with Lotus team-mate Kimi Raikkonen
30 ივლისი
რომენ გროჟანი ამბობს, რომ კიმი რაიკონენისადმი არანაირი უკმაყოფილების საფუძველი არ აქვს. მან განიხილა ის მომენტი, როდესაც პიტლეინიდან გამოსულმა ფინელმა, მიუხედავად იმისა, რომ საბურავები გაუხურებელი ჰქონდა, გარისკა და სარბოლ რეჟიმში მყოფ თანაგუნდელს დაწინაურების საშუალება არ მისცა.
ამ მომენტში, დათმობა არცერთს სურდა. მოსახვევის გავლისას, მათი მანქანები ბორბლებით ლამის ერთმანეთსაც შეეხო, ბოლოს კი ფრანგი, რომელიც გარე რადიუსზე მოძრაობდა, ტრასის მიღმა გაირიყა და ისიც პოზიციის დათმობას შეეგუა, რის შემდეგაც, რაიკონენმა სწრაფად ჩამოიტოვა.
ასეთ აგრესიას გროჟანი იმ გარემოებით ხსნის, რომ ორივე მრბოლს საკუთარი ინტერესი აქვს. მან რბოლის დასაწყისიც გაიხსენა, როდესაც სებასტიან ფეტელმა შეუტია და მანაც ასე აგრესიულად დაიცვა საკუთარი პოზიცია.
„კიმისთან ძალიან მჭიდრო ბრძოლა მქონდა და ის ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. მე გზის ჭუჭყიან ნაწილზე გავიარე და საბურავებზე ნამცეცები მომეკრო. ამის გამო ჩამოვრჩი. ფეტელთანაც მსგავსი მომენტი მქონდა, მაგრამ იმ მომენტში შიდა რადიუსზე ვმოძრაობდი და ყველაფერი კარგად დამთავრდა“, - ყვება გროჟანი.
ფრანგი განმარტავს, რომ მან რომ რეზინი შეცვალა, სანამ რაიკონენი ბოქსში შევიდოდა, მის წინ ჯიუტი მეტოქე აღმოჩნდა, რომელმაც ცოტა ხნით შეაყოვნა: „სამწუხაროდ, ასე მოხდა. რომელიღაც მანქანის უკან აღმოვჩნდი და სანამ გავასწრებდი, 1.5 წამი მაინც დავკარგე. რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვიყავი, რადგან გამარჯვებისთვის ვიბრძოდი და გაუთვალისწინებელ წინაღობას წავაწყდი“.
გროჟანმა აღნიშნა, რომ როდესაც ჰამილტონს კვალში ედგა, მანქანას გარკვეული პრობლემები შეექმნა. სხვათა შორის, იგივე მოსაზრება მოგვიანებით რაიკონენმაც გამოთქვა. „როდესაც ლუისს მივყვებოდი, მანქანა გზასთან ჩაჭიდებას კარგავდა. მერე იყო საშინელი პირველი პიტსტოპი. მეორე გაცილებით უკეთესი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ პოზიცია გამეუმჯობესებინა. ასეთ რბოლაში კი, სადაც გასწრება ძალიან ძნელი, ტაქტიკურ ბრძოლას დიდ მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გროჟანმა.

ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment