Thursday, July 26, 2012

„მერსედეს A-კლასს“ ფინეთშიც გამოუშვებენ

High Demand for New A-Class Forces Mercedes to Outsource Additional Production to Valmet
26 ივლისი
მართალია, მისი გაყიდვა ჯერ არ დაუწყია, მაგრამ „მერსედეს-ბენცში“ უკვე იციან, რომ A-კლასის ახალ კომპაქტურ პრემიუმ ჰეჩბეკზე მოთხოვნის დაკმაყოფილება ძალიან გაუჭირდებათ. გერმანულ კომპანიას ამ ავტომობილზე უკვე 40 000 შეკვეთა აქვს მიღებული, არადა ბაზარზე მის მიწოდებას პარიზის მოტორ შოუზე (სექტემბერშია) პრემიერის შემდეგ შეუდგება.

ყოველივეს გამო, „დაიმლერმა“ უკვე იზრუნა და კონტრაქტი გააფორმა ფინურ კომპანია „ვალმეტ ავტომოტივთან“, რომელიც 2013-2016 წლებში, 100 000 ცალი A-კლასის გამოშვებას კისრულობს. „დაიმლერის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ვოლფგანგ ბერნჰარდი ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ კომპანიის რაშტატის (გერმანია) და კეჩკემეტის (უნგრეთი) ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობს.
„ჩვენი ახალი კომპაქტი იმდენად პოპულარული გამოდგა, რომ რაშტატის და კეჩკემეტის ქარხნები მაქსიმალურად ავითვისეთ. რაშტატში მალე სამცვლიან მუშაობაზე გადავალთ, მაგრამ საკმარისი ესეც არაა. „ვალმეტი“ იმის გამო ავირჩიეთ, რომ ეს ძალიან გამოცდილი კომპანიაა. მისი სიმძლავრეების გამოყენებით, მომხმარებელთა შეკვეთების მაქსიმალურად მოკლე დროში დაკმაყოფილებას შევძლებთ“, - ამბობს ბერნჰარდი.
ცოტა ხნის წინ, „მერსედეს-ბენცმა“ გამოაცხადა, რომ ახალი A-კლასის პლატფორმაზე, სპორტულ სედან CLA-ს გარდა, ასევე კომპაქტურ ქროსოვერსაც გამოუშვებს, რომელიც იმავე რაშტატის ქარხანა დაამზადებს. გარდა ამისა, შტუტგარტელები ამ ავტომობილს ჩინეთშიც გაყიდიან, ოღონდ იქაური ბაზრისთვის მას ადგილზე დაამზადებენ.

ასევე წაიკითხეთ

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

No comments:

Post a Comment