Thursday, July 26, 2012

„ლამბორგინიმ“ კონცეპტუალური „ურუსი“ საკუთარ შტაბ-ბინასთან გამოაჩინა

Lamborghini Showing Off Urus Concept at Italian HQ
26 ივლისი

ამ ავტომობილის სერიული ვერსიას ბაზარზე გამოსვლამდე ჯერ ბევრი დრო აქვს. თუმცა, „ლამბორგინი“ უკვე აქტიურად ცდილობს თავისი ეპოქალური სიახლის - უგზოობის „ურუსისადმი“ საყოველთაო ყურადღების მიპყრობას. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება გამოხმაურება - იტალიური კომპანიისთვის მთავარია, რომ მდიდარიც და ღარიბიც, პოტენციური მყიდველიც და ისიც, ვინც ვერასდროს (ან არასდროს) შეძლებს ასეთი ფუფუნების საგნის ყიდვას, ამ ავტომობილზე ლაპარაკობდეს.

იტალიურმა კომპანიამ, ერთადერთი კონცეპტუალური „ურუსი“, სანტ’აგატა ბოლონეზეში, საკუთარი ფაბრიკისა და მუზეუმის წინ გამოფინა. სამწუხაროდ, ეს ავტომობილი კონცეპტუალურიდან სერიულად მხოლოდ 5 წლის შემდეგ გარდაიქმნება. ძნელი სათქმელია, ამ დროის განმავლობაში, მისი კონცეპტუალური ვერსია სად იქნება. ის კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ლამბოს“ ძალიან გაუჭირდება, ზღვრული ფასი - 170 000 ევრო შეინარჩუნოს. თუნდაც იმიტომ, რომ ევროს ინფლაცია თავის მსხვერპლს მოითხოვს.
მაგრამ მათთვის, ვისაც ასეთი ავტომობილის შეძენის საშუალებას საკუთარი ჯიბე აძლევს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მათს ფარეხში, სუპერ ავტომობილ „ავენტადორის“, „მურსიელაგოს“, ან „გალიარდოს“ გვერდით, იმავე ჯიშის უგზოობის ავტომობილი დააყენოს.
„ლამბორგინის“ ჯერ ისიც არ გადაუწყვეტია, რომელი ძრავით აღჭურვოს „ურუსი“. ამ კონტექსტში, ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ახსენებენ ხოლმე მონათესავე (ფოლკსვაგენის ინტერნაციონალური ოჯახიდან) „ბენტლის“ უახლეს ტურბო V8-ს, რომელსაც ინგლისური კომპანიის გარდა, „აუდიც“ გამოიყენებს.
ოფიციალური მონაცემებით, „ლამბორგინი“ ყოველწლიურად 3000 ცალი „ურუსის“ გაყიდვას აპირებს...


ასევე წაიკითხეთ


ერთი-ერთზე ლე მანთან


http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html



„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html  

No comments:

Post a Comment