17 ივლისი
როდესაც დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუზე, კონცეპტუალური
2+2 კუპე LF-LC წარადგინა, „ლექსუსმა“ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის სერიულად
წარმოებას არ აპირებდა. მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და იაპონური კომპანიისგან
გაჟონა ინფორმაციამ, რომელიც საპირისპიროს გვპირდება.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „ლექსუსის“
ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ ამ
ავტომობილზე მარკეტოლოგებმა იმდენად კარგი გამოხმაურება მიიღეს, რომ მისი წარმოება
პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც LF-LC-ს
კარგ მომავალს უქადის. კერძოდ, ორი წლის წინ, „ლექსუსმა“ კუპე SC 430-ს წარმოება
შეწყვიტა, რის შემდეგაც სამოდელო გამაში ცარიელი ადგილი დარჩა. LF-LC-ს პრემიერის შემდეგ
კი, როგორც ინფორმაციის წყარო ამბობს, დილერები და დისტრიბუტორები ამ ავტომობილით
დაინტერესდნენ და მის გამოჩენას მოუთმენლად ელიან. დაკიდევ, მოდელ LFA-ს თუნდაც
შეზღუდული რაოდენობით წარმოების შეწყვეტის შემდეგ, „ლექსუსის“ გამას სპორტული იერი
მოაკლდა, რაც პრემიურ სეგმენტის მწარმოებლისთვის დაუშვებელია.
შარშან, ამერიკის ბაზარზე, „ლექსუსმა“ ლუქსის
კლასის მწარმოებელთა შორის ლიდერის პოზიცია დაკარგა. 11 წლის განმავლობაში
პირველად მოხდა. იაპონურ კომპანიას „ბეემვემ“ და „მერსედეს-ბენცმა“ გადაასწრეს და საქმეს
ისეთი პირი უჩანს, წელსაც იგივე განმეორდება. კუპე LF-LC კი შოურუმებში მყიდველთა
მოსაზიდად საუკეთესო საშუალება იქნება.
„ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, სერიული LF-LC
უფრო LFA-ს შემსუბუქებული ვერსია იქნება. ამასთან, იაპონურ კომპანიას დაახლოებით
სამი წელი დასჭირდება კონცეპტუალური ავტომობილის წარმოებისთვის მოსამზადებლად.
მაგრამ თუ „ლექსუსი“ თავისი რომელიმე ავტომობილის (მაგალითად, შემდეგი თაობის IS-ის)
პლატფორმას გამოიყენებს, ეს წარმოებისთვის მომზადების პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირდება.
დეტროიტში წარდგენილი კონცეპტუალური LF-LC ჰიბრიდული
სისტემით იყო აღჭურვილი, რომელზეც კონკრეტული არაფერი თქმულა. სერიულ ავტომობილზე „ლექსუსი“
თავის რომელიმე არსებულ ჰიბრიდულ დანადგარს გამოიყენებს, რომელსაც მოდიფიკაცია
ჩაუტარდბა.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment