Limited Edition Ford Fiesta Metal Coming to
Australia
1 აგვისტო
სანამ ტემპერამენტიანი სუბკომპაქტური ავტომობილების
სეგმენტი, „ფორდისგან“ მის ყველაზე პოპულარულ მოდლ „ფიესტას“ ST ვერსიას ელის,
ამერიკული კომპანია ამ ავტომობილის თაყვანისმცემლებს სპეცვერსიებით იზიდავს. მორიგ
ასეთ ავტომობილს, „შეზღუდული გამოშვების ფიესტა მეტალი“ ეწოდა და ის ავსტრალიის
ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
ესაა „ფიესტას“ სამკარიანი ვერსია, რომელიც მხოლოდ
შავ ფერში (რომელსაც პანტერი უწოდეს) შეღებავენ. ამასთან, ეს ავტომობილი ალუმინის,
ასევე შავად შეღებილ 17-დუიმიან ბორბლებზე დგას. შავი ფერის გარდა, „ფიესტას“ ავსტრალიური
სპეცვერსიის განმასხვავებელი ნიშანია ასევე რადიატორის ბადეზე შემოვლებული
მოქრომილი არშია და წინა სპოილერი.
შავი ფერი სალონშიც დომინირებს, სადაც სავარძლები
სწორედ შავი ტყავითაა გაწყობილი. ინტერიერის შავს კარგად ეხამება ცენტრალურ
კონსოლზე მოთავსებული მაჩვენებლების დაფის წითელი შუქი და საჭის რგოლის უკან
არსებული მაჩვენებლების თეთრი ციფერბლატები.
კაპოტქვეშ მოთავსებულია ბენზინის 1.6-ლიტრიანი „დურატეკ
Ti-VCT“ ძრავი, რომელიც 131 ცხენის ძალას და 160 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. შეგახსენებთ,
რომ ამ ძრავის სტანდარტული ვერსია, რომელსაც „ფიესტა ცეტეკზე“ იყენებენ, 119
ცხენის ძალას და 151 ნიუტონმეტრს ავითარებს. 300 ბრუნითაა გაზრდილი ბრუნთა
მაქსიმალური რიცხვი. მახასიათებლების გაუმჯობესება, შემშვები და გამოსაბოლქვი (გაფართოებული
მილებით) კოლექტორების შეცვლის შედეგია.
ცვლილება შეეხო საკიდარსაც. სიმძლავრის ზრდასთან
ერთად, დაკიდების სისტემას უფრო სპორტული მახასიათებლები მიანიჭეს. ამასთან, შემცირდა
კლირენსიც, რაც „ფიესტა მეტალის“ აეროდინამიკაზე დადებითად იმოქმედებს. გარდა
ამისა, ავტომობილი აღჭურვილია კლიმატ კონტროლით, ძრავის უგასაღებო გამშვებით,
ელექტროქრომატული უკანა ხედვის სარკით. ამ უკანასკნელის თვისება ისაა, რომ როდესაც
მასზე უკნიდან მომავალი მანქანის ფარების შუქი ეცემა, სარკე შუქის ძალას ახშობს,
სიბნელეში კი ფონს აღიავებს.
ეკიპირებაში ასევე შესულია: ავტომატური
პროჯექტორული მთავარი მაშუქები (ეგრეთ წოდებული მომყევი-სახლისკენ განათებით), წვიმის
სენსორებით აღჭურვილი საქარე შუშის საწმენდები, კრუიზ კონტროლი, უკუსვლით
პარკირების სენსორები, აირფარდები და მძღოლის მუხლების აირბალიშები.
„ფორდი“
მხოლოდ 250 ცალი „ფიესტა მეტალს“ დამზადებას აპირებს და თითოეულს 22 990 დოლარად (დაახლოებით
ამდენივე ამერიკულ დოლარად) გაჰყიდის.
No comments:
Post a Comment