MINI Prepares us for the New Paceman Crossover
1 აგვისტო
„მინიმ“ ინტერნეტით გაავრცელა ფოტოები თავისი ახალი
ავტომობილისა, რომლის პრემიერასაც პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს. ავტომობილი სამკარიანი
ქროსოვერია, სახელად „პეისმენ“. ფოტოებზე ის პრაქტიკულად უკამუფლაჟოდ, ტესტირების
პროცესშია გამოსახული. შენიღბული მხოლოდ მანქანის უკანა ნაწილია.
ის, რომ ამ ავტომობილს „პეისმენის“ სახელით გაგვაცნობდნენ,
ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა „მინის“ უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა, კეი სეგლერმა.
მისი თქმით, ავტომობილი რამდენიმე თვეში წარსდგებოდა საზოგადოების წინაშე, ანუ ეს
პარიზის შოუს ემთხვეოდა. გაყიდვების დაწყებას კი ის მომავალი წლიდან გვპირდებოდა.
„მსოფლიო ბაზრის პრემიუმ კომპაქტურ სეგმენტში, „მინი
პეისმენი“ პირველი უგზოობის კუპეა, რომელშიც ექსტრავაგანტურობა და სპორტული სტილია
შერწყმული. ის სწორედ ტემპერამენტიანი მართვისთვის განგაწყობთ“, - განაცხადა
სეგლერმა.
ფოტოების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ახალი
ავტომობილი პრაქტიკულად ერთი ერთზე იმეორებს დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე
ნაჩვენები კონცეპტუალური „პეისმენის“ სტილს. ოდნავ შეცვლილი ჩანს მხოლოდ რადიატორის
ფორმა და გვერდითა ჰაერის ამღებები.
„ქანთრიმენსა“ და „პეისმენს“ შორის გარეგნული
სხვაობის ეფექტს ქმნის ის ფაქტიც, რომ სამკარიან ვერსიას დაბალი კლირენსი აქვს.
სახურავიც უფრო დაბლაა განლაგებული (40 მილიმეტრით) და უკნისკენ დახრილია. უკანა
ფრთებს კი უფრო დაბერილი ფორმები აქვს.
რა თქმა უნდა, „პეისმენი“ ქროსოვერ „ქანთრიმენის“
პლატფორმაზეა ბაზირებული და მისგანვე იზიარებს ძრავებს და ტრანსმისიასაც. ფოტოებზე
ნაჩვენებ ავტომობილს, მარცხენა წინა ბორბლის უკან ეტყობა წარწერა „ოლ4“, ანუ
სრულამძრავიანი. ეს ნიშნავს, რომ „პეისმენს“მყიდველს სწორედ ასეთი ტრანსმისიითაც
(ან მხოლოდ სრულამძრავიანს) შესთავაზებენ.
ძრავების გამაში შევა ბენზინსა და დიზელზე მომუშავე
ორ-ორი აგრეგატი. პირველი ორი 120 და 181 ცხეენის ძალას გამოიმუშავებს, დიზელები
კი - 110 და 141 ცხენის ძალას. ძრავებს 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური
კოლოფი შეუწყვილდება.
ევროპაში „პეისმენი“ თავის „უფროს ძმაზე“ 1500
ევროთი ძვირი ეღირება.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment