Friday, August 10, 2012

„სუძუკი“ პარიზში კონცეპტუალურ კომპაქტურ ქროსოვერს წარადგენს

Suzuki Previews New S-Cross Compact Crossover Concept Ahead of Paris Motor Show

10 აგვისტო
პარიზის წლევანდელ მოტორ შოუზე, „სუძუკი“ ახალ კონცეპტუალურ მოდელს გამოფენს, რომელსაც „S-ქროსი“ ეწოდება და რომელიც იაპონური კომპანიის სამოდელო გამაში, სრულიად ახალ, კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტს შეავსებს. თავისი სიახლის პირველი გასაცნობი ფოტო ტიზერი და ესკიზი, „სუძუკიმ“ მოტორ შოუს გახსნამდე თვენახევრით ადრე გამოაქვეყნა.

უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილის შენიღბული პროტოტიპი ფოტო მსტოვრებმა ცოტა ხნის წინ, ფირზე აღბეჭდეს. მაშინ მიმომხილველებმა ივარაუდეს, რომ ეს ავტომობილი, პოპულარულ სუბკომპაქტურ SX-4-ზე მოზრდილია. დანარჩენი, ყველაფერი ჯერჯერობით საიდუმლოა. რაც უნდა გახმაურებულიყო, იაპონურმა კომპანიამ ფოტო ტიზერს მოკლე ტექსტად მოაყოლა:
„კონცეპტუალური ქროსოვერი „S-ქროსი“ თავის თავში „ემოციას, ხარისხსა და აეროდინამიკას“ ასახიერებს. მას ახასიათებს გამორჩეულად დინამიური ხაზები, რომლებიც წინა ბამპერთან იწყება, გაუყვება კარებს და უკანა ბამპერთან მთავრდება. დიზაინის ცალკეული ელემენტები, სტაბილურობასა და სოლიდურობაზე მიგვითითებს. ეს ყველაფერი კი ქროსოვერს თანამედროვე იერს ანიჭებს“.
სავარაუდოდ, „სუძუკი“ ამ ავტომობილის ტიზერების გავრცელებას გააგრძელებს და მის შესახებ ინფორმაციასაც მცირე ულუფებად მოგვაწვდის.

ასევე წაიკითხეთ

პატარა ქროსოვერი „ეკოსპორტი“ – „ფორდის“ ახალი იარაღი


No comments:

Post a Comment