10 აგვისტო
ქება და დიდება „ჰიუნდაის“ - კორეული კომპანია
თავისი ტემპებით გვაოცებს. ამის ნიმუში კი ახლახანს, სეულში წარმოადგინა. გაიცანით
განახლებული „ელანტრა“, რომლის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც ორი წლის წინ შედგა და რომელზეც
მტელს მსოფლიოში (მათ შორის საქართველოშიც) ბუმისებრი მოთხოვნილებაა.
მაგრამ კორეელებმა კარგად იციან, თუ რა შედეგი
მოაქვს თანამედროვე, მეტისმეტად გადატვირთულ და კონკურენტულ ბაზარზე, თუნდაც ოდნავ
შეყოვნებას. ამიტომ, საკუთარ თავს და რაღა თქმა უნდა კონკურენტებსაც, სულის მოთქმის
საშუალებას არ აძლევენ. განახლებული „ელანტრა“ იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ რა
მონდომებით მუშაობს კორეული კომპანია, რომელსაც ვერც კორეაში, მისი პროფკავშირების
მიერ გამართული რამდენიმე დიდი გაფიცვა აბრკოლებს.
რა თქმა უნდა, განახლებული ავტომობილის გარეგნობაში
რადიკალური ცვლილებები არ უნდა ეძებოთ. ახალია ორიგინალური 17-დუიმიანი ბორბლები, თხევადკრისტალური
ფარები, საქარე შუშის გადაკეთებული მწმენდავები და ზოგიერთი სხვა ელემენტი.
რაც მთავარია, „ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ გაუმჯობესებულია
„ელანტრას“ (კორეაში მისი სახელია ავანტე) სტანდარტული სპეციფიკაციები. მის საბაზო
ეკიპირებაში შევიდა სისტემა VDC (მანქანის სტაბილურობის კონტროლი). საჭის რგოლი
გამათბობლით, წინა სავარძლები კი სპეციალური ვენტილატორებით აღიჭურვა. განახლდა „ავანტეს“
უკანა სავარძლების სამწერტილოვანი ღვედები და დაიხვეწა პარკირების დამხმარე
სისტემა.
ჯერჯერობით
უცნობია, ეს ცვლილებები „ელანტრაზეც“ თუ გადაინაცვლებს. სავარაუდოდ, ასეც იქნება
და არც ისაა გამორიცხული, რომ განახლებული ავტომობილი, პარიზის მოტორ შოუზეც კი
ვიხილოთ.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment