10 აგვისტო
ახალი არაა, რომ „ჯიპი“ უგზოობის სრულიად ახალ,
სუბკომპაქტურ ავტომობილზე მუშაობს, რომელსაც მეტსახელად B-SUV შეარქვეს (ანუ,B-სეგმენტის
უგზოობის ავტომობილი) და როგორც ამბობენ, თავისი გარეგნობის წყალობით, ის
ამერიკული კომპანიის ისტორიაში ახალ ფურცელს გადაშლის.
ჯერჯერობით ამ ავტომობილზე ბევრი არაფერია ცნობილი.
ამბობენ, რომ მისთვის „ალფა რომეოს“ შესაბამის პლატფორმას იყენებენ. ავსტრალიურმა
გამოცემა „ქარედვაისმა“ კი შეიტყო, რომ ახალი ავტომობილის ერთ-ერთი ვერსია
ერთგვარი ჰოთ-როდის ტიპის ძარით აღიჭურვება. მისი მთავარი თვისება იქნება ის, რომ
ბორბლები გარეთ ექნება და მათ შასისთან გრძელი საკიდარი დააკავშირებს. ასეთი
საკიდარი ავტომობილს უგზოობისას დიდ შესაძლებლობებს ანიჭებს და ამ ტიპის ავტომობილები,
„ჯიპს“ დაპატენტებული აქვს, როგორც ეგრეთ წოდებული „ტრეილ რეიტდ“ (პირდაპირ არ
ითარგმნება, ამ თიკუნით, „ჯიპი“ თავის გამაში იმ მოდიფიკაციებს ნიშნავს, რომლებსაც
გრძელი საკიდარი განსაკუთრებულად დიდ გამავლობას ანიჭებს).
ავსტრალიური გამოცემის მიერ გავრცელებული
ინფორმაცია სანდოა, რადგან მან ის „ჯიპის“ პრეზიდენტისა და მთავარი აღმასრულებლის,
მაიკ მენლისგან მოიპოვა. ამ კაცმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ
ახალი „ჯიპი“ „ფიატ პანდას“ ბაზაზე აიგებოდა.
„ეს არ იქნება „პანდას“ პლატფორმა. ესაა „ფიატის“
ერთ-ერთი პლატფორმის ძირეულად მოდიფიცირებული ვერსია. შემიძლია ერთი საათი
ვილაპარაკო ამ პლატფორმის დასახასიათებლად. მაგრამ ნება მომეცით, მოკლედ გითხრათ,
რომ ის „ფიატის“ ტექნოლოგიას ეყრდნობა“, - ამბობს მენლი.
მოკლედ, არქიტექტურა იტალიური იქნება, მაგრამ იმდენად
შეცვლილი, რომ თავისუფლად შეიძლება მას „ჯიპის“ პროდუქტი ვუწოდოთ. თუმცა,
B-სეგმენტს მაინც თავისი შეზღუდვები (მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე) აქვს, რის
გამოც, კლირენსი ვერ იქნება საკმარისად დიდი იმისათვის, რომ ავტომობილმა ძალიან
ცუდ გზებზე ისევე კარგად იგრძნოს თავი, როგორც მისი უფროსი ნათესავები (მაგალითად,
გრანდ ჩეროკი) ახერხებენ. სწორედ ამ ნაკლის გამოსწორება ეკისრება გრძელ საკიდარს...
და
„ჯიპის“ შეფიც გვპირდება, რომ პატარა „ჯიპი“ თავის კლასში უგზოობის საუკეთესო ავტომობილი
იქნება. მენლის თქმით, ასე რომ არ იყოს, კომპანია მის წარმოებას მწვანე შუქს არც
აუნთებდა...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment