5 აგვისტო
„ფოლკსვაგენი“ დღე-დღეზე თავისი ყველაზე პოპულარული
ავტომობილის, „გოლფის“ მეშვიდე თაობის ჰეჩბეკს გამოუშვებს. მისი პრეზენტაცია
პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება, რომელიც 29 სექტემბერს დაიწყება და ორი კვირა
გაგრძელდება. იქ წარდგენის შემდეგ კი ახალ ავტომობილს დილერები მიიღებენ. თუმცა,
როგორც „ვოლფსბურგერ ალგემაინე“ იუწყება, ახალი „გოლფის“ პირველი ოფიციალური ჩვენება
ბერლინში, ხელოვნების ახალი ეროვნული გალერეაში, 4 სექტემბერს გაიმართება.
ახალი „გოლფის“ აღჭურვილობაში ბენზინის და დიზელის
უახლესი, მცირელიტრაჟიანი ძრავები შევა. მათ შორისაა 1.2 და 1.4-ლიტრიანი TSI
ძრავები, რომლებიც სისტემა ACT-თი (ცილინდრების აქტიური მართვის სისტემა) არის
აღჭურვილი. ალბათ მიხვდით, ეს სისტემა ორ ცილინდრს თიშავს, როდესაც ძრავი
არასრულადაა დატვირთული.
ბენზინის
ძრავების გამაში ყველაზე დიდია 2.0-ლიტრიანი TSI, რომელსაც სპორტულ ვერსიებზე - GTI-სა
და სრულამძრავიან R-ზე
გამოიყენებენ. დიზელის აგრეგატებზე ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ,
ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ მეშვიდე „გოლფი“ ჰიბრიდული სისტემებითაც (როგორც
ბენზინის, ასევე დიზელ-ელექტრულითაც) აღიჭურვება. ასევე გათვალისწინებულია
ელექტრომობილ „გოლფის“ გამოშვებაც.
ასევე წაიკითხეთ
„ფოლკსვაგენი“ MQB პლატფორმას 2015 წლამდე არ გაჰყიდის
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/03/mqb-2015.html და „ფოლკსვაგენმა“ თავისი ახალი უნივერსალური პლატფორმა გაგვაცნო |
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/02/blog-post_5233.html |
No comments:
Post a Comment