Porsche bringing Panamera wagon concept to the
Paris Motor Show
16 აგვისტო
თუ ავტომწარმოებლებს ჰკითხავთ, რა სურვილები აქვთ
მყიდველებს ამათუიმ ავტომობილის მომავალი თაობის მოდელთან დაკავშირებით, ერთ-ერთი
პასუხი აუცილებლად იქნება - უფრო ფართო და კომფორტულ სალონს. ამ მხრივ,
გამონაკლისები არც „პორშე პანამერას“ მყიდველები არიან. მათ სურთ, რომ „პანამერას“
უფრო დიდი საბარგული ჰქონდეს.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ „პორშე“ უნივერსალის ძარიანი „პანამერას“ გამოშვებას აპირებს. მაშინ ეს ჭორად
ჩაითვალა, მაგრამ ახლა, ავტორიტეტული და კარგად ინფორმირებული გამოცემა „ავტომოტივ
ნიუსი“ ამ ინფორმაციას ადასტურებს. უფრო მეტიც, გვამცნობს, რომ ამ ავტომობილის
კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე შედგება. კონცეპციის
დანიშნულება, საზოგადოების რეაქციის შესწავლაა.
ამ ავტომობილის შემუშავება იმდენად გასაიდუმლოებულ
ვითარებაში მიმდინარეობს, რომ მის შესახებ, პრესაში არანაირ ინფორმაციას არ
გაუჟონავს. „ავტომოტივ ნიუსი“ მხოლოდ იმას გვატყობინებს, რომ ავტომობილის
შემუშავება ფართო მასშტაბით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ავტომობილი ორკარიანი და
ოთხადგილიანი იქნება. რა თქმა უნდა, ის „პანამერას“ პლატფორმას დაეყრდნობა.
არაა გამორიცხული, რომ უნივერსალის წარმოება მას
შემდეგ დაიწყოს, რაც ბაზარზე მეორე თაობის „პანამერა“ გამოვა. ამ შემთხვევაში,
ბაზარი უნივერსალს 2016 წელზე ადრე ვერ იხილავს.
ამ
ავტომობილის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას პარიზის მოტორ შოუზე შევიტყობთ.
No comments:
Post a Comment