16 აგვისტო
„მაკლარენმა“ პებლ ბიჩის (კალიფორნია)
ელეგანტურობის კონკურსის დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო სიურპრიზი - თავისი ჯერჯერობით
ერთადრთი ავტომობილის, MP4-12C-ის სარბოლო კონცეპტუალური ვერსია მოუმზადა,
ავტომობილისა, რომელმაც მალე ამერიკულ სარბოლ სერიებში (კერძოდ, კან ამ-ის
სერიაში) უნდა მიიღოს მონაწილეობა.
კონცეპტუალური ავტომობილი სახელად „12C კან-ამ“, ბრიტანული კომპანიის დივიზიონ „მაკლარენ GT-ს“ მიერაა შემუშავებული. ის სარბოლო 12C GT3-ის ბაზაზე შექმნეს და ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარის სახით არსებობს. ავტომობილი მხოლოდ სარბოლო ტრასებისთვისაა განკუთვნილი და ის „მაკლარენის“ საფირმო, ფორთოხლისფრადაა (რომელთანაც შავი ფერის დეტალებია შეხამებული) შეღებილი. ამ ფერში გამოწყობილი ავტომობილებით, 60-იან და 70-იანი წლების დასაწყისში, მსოფლიოს სარბოლ ტრასებზე, ახალზელანდიელები - ბრიუს მაკლარენი (კომპანიის დამაარსებელი) და დენი ჰალმი (ფ1-ის 1967 წლის ჩემპიონი) ასპარეზობდნენ.

12C
GT3-ის მსგავსად, ვერსია „კან-ამიც“ განიერი ტანით გამოირჩევა, რომელზეც უხვად
ნახავთ აეროდინამიკურ ელემენტებს. ესაა უზარმაზარი წინა სპლიტერი, რომლის კიდეებშიც
მომცრო ფრთა-ელერონებია მოთავსებული, დიდი ზომის უკანა ფრთა და უკანა დიფუზორი.
მთელი ამ პაკეტის წყალობით, საბაზო მოდელთან შედარებით, ავტომობილის ჩაჭიდულობა 30
პროცენტითაა გაზრდილი.
რამდენადაც ეს კონცეპტუალური ავტომობილი მხოლოდ სარბოლი
ავტომობილის დიზაინის ექსპერიმენტია, „მაკლარენის“ სპეციალისტებს მისი სხვა
ნაწილების შესაბამის სრულყოფაზე ბევრი არ უწვალიათ. მაგალითად, ძრავის მართვის
ბლოკს მხოლოდ პროგრამა გადაუკეთეს, ოპტიმიზაცია ჩაუტარდა გაგრილების სისტემას და
შედეგად, სიმძლავრემ 630 ცხენის ძალას მიაღწია. ამასთან, „მაკლარენის“
ინფორმაციით, „12C კან-ამი“ მხოლოდ 1200 კილოგრამს იწონის. სხვა სიახლეებია
სარბოლი კლასის მუხრუჭები, შავად შეღებილი ალუმინის ბორბლები და მასზე ჩაცმული „პირელის“
წარმოების სარბოლო საბურავები.
ინტერიერიც სარბოლოდაა მომზადებული. იქ ნახავთ
სპეციალურ სავარძლებს, რომლებსაც ზორბა გვერდითა საყრდენები აქვს. სავარძლები უსაფრთხოების
ექვსწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი. კარბონისგან დამზადებული მონოკოკი კი ფოლადის
მილებისგან შეკრული კარკასითაა გაძლიერებული. ახალია საჭის რგოლიც, რომელიც ფ1-ის ბოლიდის
შესაბამის დეტალს მოგაგონებთ.
დაბოლოს, „მაკლარენის“ მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია,
რომ „12C კან-ამი“ ჰაერის კონდიცირების სისტემითაცაა აღჭურვილი. და ეს
ფუფუნებისთვის გაწეულ ხარკად არ ჩათვალოთ. უვრალოდ, ბევრ სარბოლ სერიაში კონდიციონერი
რეგლამენტით მოთხოვნადი ატრიბუტი გახდა...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment