Thursday, August 16, 2012

მეორე „ბეემვე ძაგატო როდსტერის“ პრემიერა პებლ ბიჩში


First Official Photo Teaser of New BMW Zagato Roadster Concept
16 აგვისტო
სამი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც „ბეემვემ“ და „ძაგატომ“ ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე, ერთობლივი კონცეპტუალური როდსტერი წარადგინეს. და აი, ამავე თემაზე, უკვე მეორე კონცეპციაც აქვთ მომზადებული, რომელსაც პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობიბის კონკურსზე, ამ უქმეებზე წარადგენენ.

პრემიერამდე, კომპანიონებმა ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნეს, რომელიც შავთეთრია. მის ჩაბნელებულ ფონზე სწორედ ვილა დ’ესტეში ნაჩვენები კონცეპციის მსგავსი ავტომობილის სილუეტი ჩანს, რომელსაც რადიატორზე თუ დააკვირდებით, ბავარიულ „თირკმელებს“ დაინახავთ.
ფოტო ტიზერს მწირი განმარტება მოსდევს: „მალე კონცეპტუალური „ბეემვე ძაგატოს“ მსოფლიო პრემიერის მომსწრენი გახდებით, ავტომობილის, რომელიც ორი ლეგენდარული კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას და ფოტოებს, პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე შეგატყობინებთ“.

ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია


No comments:

Post a Comment