Thursday, August 16, 2012

უსაფრთხოების კარკასის მიერ გადარჩენილი ორი სიცოცხლე (ვიდეო)

Dissecting the safety cage that saved Jeremy Foley's life at Pikes Peak
16 აგვისტო
ამ ავარიის ნახვისას, ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ. „მიცუბიში ევოლუშნ 8-ით“ მოასპარეზე ჯერემი ფოლიმ, მოსახვევის გავლისას, მანქანა ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადაეშვა. მანქანამ 14 ყირა შეასრულა, 45-გრადუსიან ფერდობზე თითქმის 35 მეტრი იფრინა და ლოდების გროვა რომ არა, არავინ იცის, სად გაჩერდებოდა.


საბედნიეროდ, ფოლი და მისი შტურმანი იური კუზნეცოვი გადარჩნენ. გადარჩენა რბილად ნათქვამია, სერიოზული ტრავმაც კი არ მიუღიათ! და ეს მანქანის უსაფრთხოების კარკასის დამსახურებაა, რომელიც, როგორც ამ ფოტოებიდან ჩანს, მთელი ამ პირუეტების და ლოდებთან შეჯახებებისას, პირნათლად ასრულებდა თავის დანიშნულებას. ის მცირედით დაზიანდა. სამაგიეროდ, მრბოლი და მისი შტურმანი განსაცდელისგან იხსნა.



აღსანიშნავია, რომ მანქანა სარბოლოდ კომპანია „ევოლუშნ დაინემიქსმა“ მოამზადა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კარკასი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა NASA-ს სპეციალისტებსაც მიუღიათ, არაა გათვლილი იმაზე, რომ ასეთ ჯოჯოხეთურ დარტყმებს გაუძლოს. მაგრამ ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ, გაუძლო! წარმოიდგინეთ, დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ შტურმანის სავარძელი ადგილიდან მოგლიჯა. საოცარია ისიც, რომ მანქანის ტურბო ძრავი, რომლის სიმძლავრეც 560 ცხენის ძალაა, მასთან დაკავშირებულ ტრანსმისიასთან ერთად, სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა...

ვიდეო



ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment