Car Of The Year Honour For Range Rover Evoque As
Land Rover Excels In 2012 Diesel Car Awards
7 აგვისტო
ჟურნალმა „დიზელ ქარმა“ 2012 წლის საუკეთესო ავტომობილის
წოდება „რეინჯ როვერ ევოკს“ მიანიჭა. ამავე ავტომობილს ქროსოვერების კლასშიც არ
ჰყავდა ბადალი. უგზოობის ავტომობილებს შორის, ზედიზედ მესამედ, საუკეთესოდ „ლენდ
როვერ დისქავერი 4“ დაასახელეს, მეორე ადგილზე კი „რეინჯ როვერი“ გავიდა.
ამგვარად, იმ ერთი წლის განმავლობაში, რაც
ბაზარზეა, „ევოკმა“ 114-ე აღიარება დაიმსახურა. ჟიურის წევრების შეფასებით,
„ევოკი“ თავისი გარეგნობითაც გნუსხავთ და სვლის მახასიათებლებითაც გამოირჩევა. „ამ
თვისებათა წყალობით, „ევოკი“ ბაზარზე გამოჩენისთანავე კლასიკად იქცა“, - ნათქვამია
ჟიურის განმარტებაში.
„არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ „ევოკი“ უკვე
ლეგენდაა. მასში განსაცვიფრებლად დახვეწილი დიზაინი და ბრწყინვალე ინჟინრული
გადაწყვეტებია შეხამებული, რაც უმძლავრეს ეფექტს ქმნის“, - ამბობს ჟურნალ „დიზელ
ქარ-ის“ რედაქტორი იან რობერტსონი.
უგზოობის ავტომობილებში, „დისქავერი 4-ს“ ბადალი არ
ჰყავდა. კონკურსის ჟიური მას ახასიათებს, როგორც „ავტომობილს, რომელსაც აქვს
ყველაფერზე, რაზეც კი შეიძლება ადამიანმა იოცნებოს“. მას შემდეგ, რაც მემილიონე „დისქავერიმ“
სპეციალური ექსპედიციაში, 16 000 კილომეტრზე მეტი 50 დღეში გაიარა, რობერტსონმა ამ
ავტომობილს, მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი და ჭკვიანი უგზოობის ავტომობილი უწოდა.
„ძალიან ნასიამოვნები ვართ, რომ „რეინჯ როვერ
ევოკი“ კვლავაც აგრძელებს დიზაინის, საინჟინრო და სვლის შესაძლებლობათა სტანდარტს
მთელს მსოფლიოში. „ლენდ როვერის“ ავტომობილებს შორის, მისი 2.2-ლიტრიანი eD4
დიზელის ძრავის გამონაბოლქვი ყველაზე ცოტა, 129 გრამ ნახშირორჟანგს შეიცავს და
სწორედ ამ მაჩვენებლის დამსახურებაა, რომ ჟურნალმა „დიზელ ქარმა“ საუკეთესოდ სცნო.
ეს მახასიათებლები კიდევ ერთი ნიმუშია იმისა, რომ „ლენდ როვერი“ ტექნოლოგიების
განვითარებას და მომხმარებელთა მოთხოვნებს დიდ ყურადღებას უთმობს“, - ამბობს „ლენდ
როვერის“ ბრიტანული შტოს მარკეტინგის დირექტორი ლორა შვაბი.
„რეინჯ
რვერ ევოკი“ აღჭურვილია 2.2-ლიტრიანი დიზელით, რომელიც 190 ცხენის ძალას (ვერსია SD4)
და 150 ცხენის ძალას (ვერსიები TD4 და წინაამძრავიანი sD4) ავითარებს. „დისქავერი
4-ს“ მამოძრავებელ ძალას 3.0-ლიტრიანი V6 ტურბოდიზელი ანიჭებს, რომელიც 255 ცხენის
ძალას და 600 ნიუტონმეტრს ავითარებს. რაც შეეხება „რეინჯ როვერს“, მის კაპოტქვეშ
განლაგებულია 4.4-ლიტრიანი ტურბოდიზელი 313 ცხენის ძალით და 700 ნიუტონმეტრით.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment