Tuesday, August 7, 2012

ჰამილტონს მამა „მაკლარენში“ დარჩენას ურჩევს

Father urges McLaren 'loyalty' for son Hamilton
7 აგვისტო
ენტონი ჰამილტონი თავისი შვილის, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონ ლუის ჰამილტონის საქმეებს აღარ განაგებს და აღარც პოლ დი რესტას მენეჯერია, თუმცა რბოლებსაც ხშირად ესწრება, რა თქმა უნდა, თავისი შვილის ქომაგთა ბანაკშია და მას რჩევებსაც ხშირად აძლევს.

ის ახლახანს უნგრეთის დიდ პრიზსაც დაესწრო, რომელიც ლუისის გამარჯვებით (პოულიდან) დასრულდა. რბოლის შემდეგ, ენტონიმ თავის შვილს ურჩია, რომ „მაკლარენში“ დარჩეს. გუნდში, რომლის მანქანითაც, ის ფორმულა ერთში 2007 წლიდან ასპარეზობს და რომელმაც კარტინგიდან დიდი პრიზების ცირკისკენ გზის გაკაფვაში შეუწყო ხელი.
ამ სეზონის ბოლოს, ჰამილტონს და „მაკლარენს“ კონტრაქტი ეწურებათ. ბრიტანელი მრბოლი არ მალავს, რომ „მაკლარენში“ დარჩენა საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ რატომღაც, მის მიერ მოპოვებული თასების შენარჩუნებაზეა ჩაციკლული და ამბობს, მოლაპარაკებისას, ამ საკითხს მნიშვნელობა ექნებაო...
„ცხოვრებაში ლოიალურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფული ყველაფერი არაა. მითუმეტეს, „მაკლარენი“ ლუისის გულშია და მისი ადგილი სწორედ ამ გუნდშია“, - ბრიტანულ ტელევიზია „სკაისთან“ საუბრისას განაცხადა ენტონი ჰამილტონმა.
მოსალოდნელია, რომ ჰამილტონი და „მაკლარენი“ კონტრაქტის თაობაზე გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიღებენ.


ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment