6 აგვისტო
„ფორდ მოტორ კომპანიმ“ კარგად იცის, როგორ უნდა
შეიქმნას იმპერია ყველაზე დაბალფასიანი ავტომობილების წარმოებით. ეს ამერიკულ
გიგანტს მისმა შემქმნელმა, ჰენრი ფორდმა ასწავლა. მაგრამ ჩინურ ბაზარზე, აქამდე ამ
ცოდნას და გამოცდილებას არ იყენებდა - იქ „ფორდის“ ავტომობილები ძვირია და თანაც,
მყიდველს ძალიან მწირ არჩევანს სთავაზობენ.
ეს კი სერიოზული პრობლემაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც
ახალი ავტომობილების ჩინურ ბაზარს, რომელიც ახლახანს გიგანტური ნაბიჯებით იზრდებოდა,
გაგრილების ნიშნები ეტყობა. და იმ დროს, როდესაც სხვა ბაზრები, განსაკუთრებით კი
ევროპული, შემცირების ფაზაშია, „ფორდს“ ექსტრაორდინარული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.
როგორც სააგენტო ბლუმბერგის ანალიტიკოსები ირწმუნებიან, დროა, „ფორდმა“ ჰენრი ფორდი
და ბიზნესის მისეული სტილი გაიხსენოს.
„თუ გინდა, რომ მსოფლიო ბაზარზე, გაყიდვებში
ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაშინ დაბალფასიან სეგმენტშიც უნდა ითამაშო, რადგან სწორედ
ეს იძლევა ზრდის საშუალებას“, - ამბობს „ფორდ მოტორ ჩაინას“ მთავარი აღმასრულებელი
ჯოი ჰინრიხსი. ამერიკული კომპანია აზიის ქვეყნებში ახალი საწარმოების ასამოქმედებლად,
5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს, რათა 2020 წლისთვის გაყიდვების
გახუთმაგება შეძლოს. ამასთან, ცისფერი ოვალი ჩინეთის დიდი ქალაქების გარდა, საშუალო
და პატარა ქალაქებში დამკვიდრებასაც გეგმავს. ეს კი, იაფფასიანი ავტომობილების გარეშე
გაუჭირდება.
ზოგიერთი
დასავლური კომპანია (ჯენერალ მოტორსი, ფოლკსვაგენი), რომელიც ჩინეთის ბაზარზე
აქტიურობს, ახერხებს „ფორდის“ ჯობნას. „ფორდი“ კი ჩინელებს ძალიან შეზღუდულ
არჩევანს სთავაზბს და თანაც უფრო მაღალ ფასში, ვიდრე კონკურენტები. კომპანია
აღიარებს, რომ დროა, მეტი ყურადღება B-სეგმენტის, ხელმისაწვდომი ფასის მქონე
ავტომობილებს დაუთმოს, როგორიც პოპულარული „ფიგოა“ (ფოტოზე). ჰინრიხსი თვლის, რომ ავტომწარმოებლებისთვის
ნამდვილი ოქროს საბადოა ჩინური პატარა ქალაქები და პროვინციები, სადაც დიდი
კომპანიები თითქმის არ აქტიურობენ და ძირითადად ადგილობრივი კომპანიები დომინირებენ.
სწორედ ამიტომაა, რომ „ფორდი“ ასეთ რეგიონებში მყიდველს უგზოობის სამ ავტომობილს სთავაზობს.
მათგან „ექსპლორერი“ უცხოეთიდან შეაქვს, დანარჩენებს კი ადგილზე, ჩინელ პარტნიორებთან
ერთად აწარმოებს.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment