Saturday, August 18, 2012

როსი წავა, თუ „იამაჰაში“ კარგი შედეგები არ ექნება

Valentino Rossi says he will retire from MotoGP if Yamaha move doesn't bring strong results
18 აგვისტო
ვალენტინო როსი ახლახანს „იამაჰას“ დაუბრუნდა, თუმცა აცხადებს, რომ თუ ვერც იაპონურ გუნდთან ერთად შეძლებს გამარჯვებისთვის ბრძლას, მაშინ სპორტიდან წავა. რაც „დუკატიში“ გადავიდა, როსის საშინელი შედეგები აქვს. ფანებს კვარცხლბეკზე მისი დანახვა მოენატრათ. როსი ამბობს, რომ ცუდი შედეგების გამო, მოტივაციის შენარჩუნება უჭირს.
„იამაჰასთან“ ერთად, მან 2004-2010 წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. ახლა ისევ ამ გუნდს უბრუნდება და ამბობს, რომ თუ სასურველ შედეგებს ვერც აქ მიაღწევს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ წასვლის დროა:
„თუ სპორტსმენს ჰკითხავთ, როდესაც დიდხანს ცუდად გამოდის, ეს მის განწყობაზე თუ მოქმედებს, ის ალბათ გეტყვით, რომ არა. მაგრამ მე გეტყვით, რომ სწორედ ასეა. ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, სანამ გამარჯვებებზე და მეათე ტიტულზე ვილაპარაკებთ, რაც ოცნებაა, მე უნდა გავერკვე, შევძლებ თუ არა ისევ მოწინავეთა შორის ყოფნას, გამარჯვებებს და ბოლოს, ტიტულის მოპოვებას. მიფიქრია, რომ შეიძლება ეს ვეღარ შევძლო? შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი პროგრამებით არ ვმოქმედებ. მაგრამ მინდა, ისევ სიამოვნებას ვღებულობდე და რბოლებზე ღიმილით გავდიოდე. თუ მეხუთე და მეექვსე ადგილებისთვის ბრძოლა მომიწევს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩემი დრო გავიდა და წასვლის დროა. სხვა თუ არაფერი, 15 წელია, რბოლებში ვმონაწილეობ“.

როსიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ „დუკატის“ წარმატებები ვერ მოუტანა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ჩავარდნის შემდეგ, „იამაჰასთან“ ერთად, ისევ შეძლებს წარმატებების მიღწევას:
„ჩემდა სამწუხაროდ, ამ იტალიურმა წყვილმა ვერ გაამართლა ვერც ჩემი და ვერც „დუკატის“, ვერც ფანების და ვერც იმ ბიჭევის იმედები, ვინც ამ პროექტზე თავდაუზგავად მუშაობდა“. ძალიან ძნელი ორი სეზონი გვქონდა. ძალიან გაგვიჭირდა. სამწუხაროდ, სიჩქარის გაზრდა ვერ შევძელით, რის გამოც, კარგი ადგილებისთვის ბრძოლა არ გამოგვივიდა. „დუკატიში“ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. მათთან ერთად კარგ დროს ვატარებდი. ჩვენ მაქსიმუმი ვცადეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ძველი დრო შეიცვალა. ამჟამად უფრო მეტად ბაიკების სისწრაფე ფასობს, ჩვენი როლი შემცირდა. თანაც, 2004 წელს 24 წლის ვიყავი და საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებოდი. ახლა კი 33 წლის ვარ...
მე ვარ მრბოლი, რომელსაც ორი ცხოვრება ჰქონდა: ზედიზედ ხუთი ტიტული მოვიპოვე, რაც მანამდე მხოლოდ ორს გაუკეთებია. შემდეგ წავაგე, მაგრამ მაინც დავბრუნდი და ისევ მოვიგე. იმედი მაქვს, ამას ისევ შევძლებ და მესამე სიცოცხლეს დავიწყებ“.
როსი ამბობს, რომ ძალიან უნდა, თანაგუნდელების უმეტესობა „იამაჰაში“ ისევე წაჰყვეს, როგორც ერთ დროს, იაპონური გუნდიდან „დუკატიში“ გაჰყვა. ის დასძენს, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა იმედი აქვს, რომ ზოგიერთ თანაგუნდელს თან წაიყვანს. იტალიელი ასევე აქებს ესპანელ ხორხე ლორენსოს და დასძენს, რომ დარწმუნებული არაა, „იამაჰაში“ ყოფნა დაეხმარება თუ არა მის ჯობნაში.
„ლორენსო ჯენტლმენია, ის სხვებს სარმებს არ უდებს. არ ვიცი, ასეთივე ვიქნებოდი, თუ არა, როლები რომ გაგვეცვალა? გასულ სეზონებში, ის უფრო ძლიერი მრბოლი გახდა, ვიდრე ჩემი თანაგუნდელობისას იყო. ის M1-ით უმაღლეს დონეზე ასპარეზბს და პრაქტიკულად არ ცდება. ასე რომ, არ ვიცი, შევძლებ მასთან გატოლებას? ბოლო სეზონებში, სამმა მრბოლმა შესამჩნევად მოუმატა - მან, დანიმ (პედროსამ) და (კეისი) სტოუნერმა. 2010 წლამდე მეც მათ დონეზე ვიყავი. ვფიქრობ, საუკეთესო მე ვიყავი. მაგრამ ამ ორი სეზონის შემდეგ, არა, არ ვიცი...“



ასევე წაიკითხეთ:

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment