2013 Nissan Leaf will go 25% further, could cost
a lot less
18 აგვისტო
„ნისან ლიფის“ გაყიდვები ამერიკაში კლებულობს. ამის
მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ ელექტრომობილს, თავის მთავარ კონკურენტ „შევროლე
ვოლტთან“ შედარებით, სვლის გაცილებით მცირე მცირე სიშორე აქვს. მაგრამ იაპონურმა
კომპანიამ გამოაცხადა, რომ მალე სიტუაციას გამოასწორებს. კერძოდ, ნებისმიერ
ამინდში, მნიშვნელოვნად გაიზრდება სვლის სიშორე, რასაც ელემენტების ბლოკის
გამათბობლის წყალობით მიაღწევენ.
ელემენტების ახალი ბლოკის ტევადობა იმდენად
გაიზარდა, რომ იაპონიაში ტესტების დროს, ავტომობილის სვლის სიშორემ 250 კილომეტრს
მიაღწია. თანაც, ეს მაჩვენებელი ამინდზე სულაც არ იყო დამოკიდებული. გასაკვირია,
მაგრამ ამერიკის ბაზრისთვის, „ლიფის“ სვლის სიშორე მხოლოდ 25 პროცენტით გაიზრდება.
თუმცა, ესეც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მისი გაყიდვების საქმე
გამოსწორდეს. მითუმეტეს, ფასიც დაახლოებით 25 პროცენტით მცირდება. ყველაფერს კი „ნისანი“
უფრო ეფექტური ელექტრო ძრავებისა და ტევადი ელემენტების ხარჯზე აღწევს.
უფრო კონკრეტულად, იაპონურ გამოცემა „სანკეი ბიზ-ის“
ინფორმაციით, განახლებული „ლიფის“ საბაზო ღირებულება 2.5 მილიონი იენი, ანუ
დაახლოებით 31 500 დოლარი იქნება. შედარებისთვის, ახლანდელი „ლიფის“ ფასი 46 600 დოლარია.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილი ამერიკაში დაახლოებით 26 600 დოლარი ეღირება.
სხვათა
შორის, ცუდი გაყიდვების გამო, „ნისანი“ იძულებული გახდა, „ლიფი“ დაგეგმილზე ერთი
წლით ადრე განეახლებინა. რა თქმა უნდა, ამის მიზანს გაყიდვების გაუმჯობესება
წარმოადგენს. 26 600 დოლარი ამისათვის შესანიშნავი ფასია...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment