Wednesday, September 19, 2012

„ტოპ გიარი“ გინესის რეკორდების წიგნში

Top Gear snags Guinness record for being world's most widely watched factual show

19 სექტემბერი
გინესის რეკორდების წიგნის გამომცემლებმა, წიგნის მორიგ გამოცემაში, ბრიტანული საავტომობილო გადაცემა „ტოგ გიარი“ შეიტანეს, როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე სატელევიზიო გასართობი გადაცემა. იმ ანალიტიკოსების თქმით, ვინც რეკორდი დააფიქსირა, გადაცემას მსოფლიოს 212 ქვეყანაში უყურებენ.
მათ ხშირად ავტომობილებზე მოსაუბრე სამ ჯოკერსაც უწოდებენ - ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი ყოველთვის ახერხებენ ისეთი სიუჟეტების მოფიქრებას, რომლებიც მაყურებელს იზიდავს და მუდმივად აოცებს. ისინი ავტომობილების ისეთ თვისებებსაც კი აფასებენ, რომლებზეც ჩვენ ყურადღებას ალბათ არასდროს გავამახვილებდით. და ამას ყოველთვის იუმორით აზავებენ. და რაც მთავარია, ყოველივეს თანამონაწილეებად აუცილებლად ჰყავთ იღბლიანი მაყურებელი, რომელიც გადაცემის ჩაწერაში მონაწილეობს.
გადაცემა „ტოპ გიარი“ ეთერში პირველად 1977 წელს გავიდა, როგოც იმავე სახელწოდების მქონე ჟურნალის სატელევიზიო ვერსია. მაგრამ 2001 წელს ის დახურეს, რადგან პირვალნდელ ფორმატს გადაუხვია. არადა, 1990-იან წლებში პოპულარობის პიკს მიაღწია.
კლარკსონმა მალევე შეიმუშავა ახალი ფორმატი და გადაცემა (ბიბისის) ეთერში 2002 წელს დააბრუნა, ოღონდ როგორც დამოუკიდებელი ბრენდი. გადაცემამ საკუთარი სტუდიები დანსფოლდის აეროდრომის ანგარსა და უეივრლის (სარეი) ბიზნეს პარკში განათავსა. ამასთან, გადაცემა იყენებს სარბოლ ტრასას, რომელიც მისთვის სპეციალურად შეიმუშავა „ლოტუსმა“. ეს ტრასა დანსფოლდის აეროდრომის ასაფრენ ზოლს იყენებს. გადაცემას აქვს რამდენიმე რუბრიკა და ჰყავს სტიგი - იდუმალი მრბოლი, რომელიც ყველაზე საპასუხისმგებლო ტესტებს ატარებს. სტიგის როლში, ყოველთვის გამოცდლ მრბოლებს იწვევენ, თუმცა დროთა განმავლობაში, მათი სახელები მხოლოდ წამყვანებისთვისაა ცნობილი...
გინესის რეკორდების წიგნის გამომცემელთაგან, სპეციალური სიგელი კლარკსონმა მიიღო, რომელმაც განაცხადა: „ძალიან ვამაყობ იმით, რომ ასეთ პოპულარულ გადაცემაში ვარ ჩართული“.

ასევე წაიკითხეთ

„მაკლარენ P1“ – F1-ის შემცვლელის პირველი გამოცხადება

No comments:

Post a Comment