Friday, September 14, 2012

"უმუტი" - ხის ელექტრომობილი ჩინეთიდან


Meet the Umut, a Wooden Electric Car from China
14 სექტემბერი
ჩინეთი ბევრი რამით გვაოცებს. იქ ძალიან ბევრი ავტომობილი იყიდება, იქ შეუძლიათ, ნაგვიდან გამოქექილი ჟანგიანი ლითონი "ლამბორგინი რევენტონის" მსგავს მანქანად აქციონ, იქ მართვის ლიცენზიის  რიგს თვეობით და წლობითაც ელიან, კილომეტრიან საცობებში დგანნ, თუმცა მანქანებს მაინც ყიდულობენ. და იქ ყველა ამბიციური ავტომწარმოებელი ცდილობს შეღწევას, რადგან ამის გარეშე ძალიან გადატვირთულ საავტომობილო ბაზარზე გადარჩენა შეუძლებელია...

ახლახანს ჩინეთმა კიდევ ერთი რამით გაგვაოცა. უფრო სწორედ, ერთმა ჩვეულებრივმა ჩინურმა ოჯახმა, რომელმაც ხისგან ელექტრომობილი, სახელად "უმუტი" შექმნა. ავტომობილის ელექტროძრავის მახასიათებლები "ქარ ნიუს ჩაინასთვის" უცნობია. სამაგიეროდ, გამოცემა გვატყობინებს, რომ ამ ავტომობილს შვიდი ადამიანის გადაყვანა შეუძლია, მისი ელემენტების ბლოკი 150 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი, მაქსიმალური სიჩქარე კი სულ რაღაც, 60 კმ/სთ-ია.
"უმუტის" ძარა მთლიანად ხისგანაა შექმნილი, გარედან კი ლაკითაა დაფარული. სალონშიც მეტწილად ხე გამოიყენეს. საინტერესოა, რომ კარები უბრალო სარაზით იკეტება. რა თქმა უნდა, ავტომობილის შემქმნელმა ხის გარდა მეტალიც გამოიყენა, ფანჯრები კი შუშისაა. მას სურს, რომ ამ ავტომობილის რამდენიმე ეგზემპლარი დაამზადოს და თითოეული 47 000 დოლარად გაჰყიდოს. ყველა მათგანს ის ხელით დაამზადებს და თითოეულზე დაახლოებით 1000 ადამიან-საათი დასჭირდება.
როგორ აპირებს გაყიდვას, როცა "უმუტის" ავტორს საკუთარი ვებგვერდიც არ აქვს ინტერნეტში? ამ მხრივაც ის (სამწუხაროდ, "ქარ ნიუს ჩაინა" მის ვინაობას არ ასახელებს) ორიგინალურ ხერხს მიმართავს - საკუთარი ტელეფონის ნომერი, მანქანის სანომრე ნიშნის ადგილას დაუწერია. დაურეკავთ და სასურველ ხის ელექტრომობილს რამდენიმე თვეში დაგიმზადებთ.
მაგრამ სამწუხაროდ, ავტორმა თავის ქმნილებაზე საგზაო ლიცენზია ვერ მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ ხის ავტომობილს მხოლოდ შიდა სარგებლობისთვი, მაგალითად, გოლფის მოედანზე თუ გამოიყენებთ. არადა, შარშან ამ კაცს ხის კაბრიოლეტი დაუმზადებია...


ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment