Friday, September 14, 2012

კოვალაინენი შეიძლება „ფერარიში“ გადავიდეს


Heikki Kovalainen May Move To Ferrari in 2013
14 სექტემბერი
ფორმულა ერთის სილი სეზონი გრძელდება. მისი მორიგი პერსონაჟი ახლახანს ჰეიკი კოვალაინენი გახდა, რომელსაც ფინური პრესა, „ფერარიში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ „მაკლარენის“ ყოფილი პილოტი ამჟამად „კატერჰემის“ წევრია.

უკვე სამი სეზონია, კოვალაინენი მსოფლიო ჩემპიონატზე „კატერჰემის“ ლიდერის რანგში ასპარეზობს. მანამდე კი 2009 წლამდე, „მაკლარენში“ ასპარეზობდა, სადაც 2008 წელს ფერნანდო ალონსო შეცვალა. ბრიტანულ გუნდში ფინელი პილოტი ლუის ჰამილტონს უწევდა პარტნიორობას, ვინც სწორედ 2008 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ძნელი სათქმელია, რა ბედი ელის ამ შემთხვევაში ბრაზილიელ ფელიპე მასას, რომლის გამოსვლებითაც, „ფერარი“ აშკარად უკმაყოფილოა. ძნელი სავარაუდოა, მასა „მაკლარენში“ მიიწვიონ, საიდანაც ჰამილტონის წასვლაა მოსალოდნელი.სხვა მხრივ, ტოპ გუნდებში ადგილი აღარცაა. მეორეხარისხოვან გუნდში კი მასა გადასვლას ალბათ არ ისურვებს...

ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს


No comments:

Post a Comment