Saturday, October 13, 2012

სრულიად ახალი „მაზდა6“ პარიზში


All-New Mazda6 Sedan and Wagon Arrive in Paris
13 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუზე, „მაზდას“ პავილიონის მთავარი ექსპონატი, საშუალო ზომის მესამე თაობის მოდელი „მაზდა6“ იყო, რომელიც დამთვალიერებელს სედანისა და უნივერსალის ძარებით წარუდგინეს. ეს არის წინამორბედისგან ძირეულად განსხვავებული ავტომობილი, რომელიც იაპონური კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული.

ახალი „მაზდა6“ სპორტული გარეგნობით გამოირჩევა, აქვს ახალი, მსუბუქი შასი და რაც მთავარია, ახალი და ძალიან ეფექტური ძრავები და ტრანსმისიები. ასევე, მის ეკიპირებაში შედის ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა i-ლუპ და საკუტარი წარმოების სისტემა კერს-ი, რომელიც მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციაზეა სპეციალიზებული.
ახალი „მაზდა6-ის“ ძრავების გამაში ბენზინის სამი და დიზელის ორი აგრეგატი შედის. ძრავებთან შესაწყვილებლად კი მყიდველს გადაცემათა ორ კოლოფს შესთავაზებენ. ორივე 6-საფეხურიანია, ოღონდ ერთი მექანიკური, მეორე კი - ავტომატური.
„მაზდა6-ის“ საბაზო ვერსია, სერია „სკაიაქტივ-G-ს“ 2.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ფორსირების ორი დონე აქვს. ერთი 143 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 162 ცხენის ძალას. ბენზინის მესამე ძრავი, ასევე „სკაიაქტივ-G“ სერიის, ოღონდ 2.5-ლიტრიანია და ის 189 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამათაგნ პირველ ორთან წყვილში მექანიკური კოლოფი მუშაობს, მესამესთან კი - ავტომატური.
დიზელის ძრავებიდან, ორივეს მუშა მოცულობა 2.2 ლიტრია და მათ ფორსირების სხვადასხვა ხარისხი და შესაბამისად, მახასიათებლები აქვთ. ორივე სერია „სკაიაქტივ-D“ ტექნლოგიითაა აღჭურვილი. მათგან ერთის სიმძლავრე 147 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 173 ცხენის ძალა. ორივე შემთხვევაში, ძრავთან მექანიკური კოლოფი მუშაობს.
იაპონური კომპანია მყიდველს „მაზდა6-ს“ ოპციების ექვსი პაკეტით შესთავაზებს. მათგან სამი კომლექტაცის „აქტივის“ ჯგუფში შედის, სამიც - „სუპრემში“. ტოპ ოპციაში შედის ტყავით გაწყობილი სალონი, ელექტრორეგულირებადი სავარძლები, კომპანია „ბოსეს“ 11 სპიკერი, ნავიგაცია, სისტემა სტარტ-სტოპი, ასევე მოძრაობის ზოლიდან გამოსვლის გამაფრთხილებელი სისტემა და ეგრეთ წოდებული „მკვდარი ზონების“ სათვალთვალო სისტემა.

No comments:

Post a Comment