Saturday, October 13, 2012

„ლამბორგინიმ“ და „ბენტლი“ შეიძლება უგზოობის მოდლების გამოშვება გადადონ

European Economic Crisis May Lead to Delay of Bentley and Lamborghini SUVs
13 ოქტომბერი
ლამბორგინი ურუსი
ევროპაში ეკონმიკური კრიზისი მძვინვარებს, ფრანგული და იტალიური საავტომობილო კომპანიები უკვე გაძლებაზე არიან. მართალია, ეს კრიზისი „ფოლკსვაგენს“ ჯერ რეალურად არ შეხებია, მაგრამ გერმანული გიგანტი ამისთვის უკვე ემზადება. და პირველ რიგში, ალბათ თავისი პრემიუმ სეგმენტის ბრენდების გეგმებს შეცვლის.
გეგმების შეცვლაში, ზოგიერთი პროექტის შეყოვნება იგულისხმება. კერძოდ, გამოცემა „ავტონიუსთან“ და სააგენტო „როიტერსთან“ საუბრისას, გერმანული ჯგუფის წარმომადგენელმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ შესაძლოა, ორი ახალი, ლუქსის კლასის უგზოობის ავტომობილის წარმოების დაწყება გადაიდოს.
ბენტლი EXP 9F
ლაპარაკია „ლამბორგინისა“ და „ბენტლის“ ორ, სრულიად ახალ ავტომობილზე - „ურუსსა“ და EXP 9F-ზე. ბრიტანულმა კომპანიამ, თავის ისტორიაში პირველი უგზოობის ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ჟენევის წლვანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა, იტალიურმა კი თავისი სიახლე ცოტა მოგვიანებით, პეკინურ ავტო შოუზე წარადგინა.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ სრულიად ახალი ავტომობილის გამოშვება, სოლიდურ სამარკეტინგო ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ კომპანიები მათი წარმოების დაწყებას გადაავადებენ, ამით არაფერი დაშავდება. ამასთან, სოლიდური სახსრები დაიზოგება.
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფი ამ თემაზე გადაწყვეტილებას 23 ნოემბერს მიიღებს, როდესაც მისი სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბება.

ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment