Wednesday, October 10, 2012

„ნისანმა“ ახალი „დაცუნის“ ფასები გამოაცხადა


Future Datsun Budget-Car Pricing Announced
10 ოქტომბერი
„ნისანმა“ რომ იაფფასიანი ავტომობილების წარმოება გადაწყვიტა და ამისათვის, ცნობილი ბრენდი „დაცუნი“ აღადგინა, ეს რამდენიმე თვის წინ გიამბეთ. იაპონური კომპანია „დაცუნის“ ავტომობილებს უპირველესად, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის ამზადებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ტიპის ავტომობილი იქნება პირველი, რომელიც ბაზარზე „დაცუნის“ სახელით გამოვა. რა თქმა უნდა, მის დეტალებზე ლაპარაკიც ზედმეტია. სამაგიეროდ, „ნისანმა“ უკვე ის საფასო სეგმენტი დაასახელა, რომელშიც „დაცუნის“ პირველ ავტომობილს გაჰყიდის.
პირველი „დაცუნის“ გაყიდვები 2014 წელს უნდა დაიწყოს. თავიდან ის ჯერ ინდოეთის და ინდონეზიის, შემდეგ რუსეთის და სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გამოჩნდება. საწყისი ფასი შესაბამისად, 7 695, 10 000 და 12 750 დოლარი იქნება. საინტერესოა კიდევ ერთი რამ - „დაცუნის“ მარკით „ნისანის“ ძველი მოდელები გაიყიდება, რომლებსაც წინასწარ უმნიშვნელო მოდიფიკაცია ჩაუტარდება.
პრინციპში, „დაცუნი“ „ნისანისთვის“ ისევე იქნება, როგორც „რენოსთვის“ რუმინული „დაჩიაა“. ფრანგული კომპანიაც „დაჩიას“ ბრენდით ძველ, უმნიშვნელოდ მოდიფიცირებულ ავტომობილებს აწარმოებს. ასეთი პრინციპით, ახალი ავტომობილის შემშავებაზე მინიმალური თანხა იხარჯება და შესაბამისად, გასაყიდი ფასიც მნიშვნელოვნად კლებულობს. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძველ მანქანას თავისი თვითღირებულება გამომუშავებული აქვს და არც მისი წარმოებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და ქარხნებში დამონტაჟებაა საჭირო. სხვათა შორის, ბევრმა ჩინურმა კომპანიამ (და კორეულებმაც) სწორედ ასეთი მოდელების წარმოებით „აიდგეს ფეხი“, შემდეგ კი, ახალი მოდელების დამოუკიდებლად შემუშავება დაიწყეს...

No comments:

Post a Comment