Wednesday, October 10, 2012

„ტოიოტა“ კიდევ ორ ახალ სპორტულ ავტომობილს გამოუშვებს

Toyota GT86 - Only the First of Three New Sports Cars
10 ოქტომბერი

„ტოიოტას“ ადრეც განუცხადებია, რომ GT86-ს გარდა, კიდევ ორი სპორტული ავტომობილის წარმოებას აპირებს. ახლახანს კი ეს ინფორმაცია, ჟურნალ „ტოპ გიართან“ საუბრისას, GT86-ს და სპორტული ავტომობილების პროექტების მთავარმა ინჟინერმა ტეცუია ტადამ დაადასტურა.

„ამ ორი ავტომობილიდან, ერთი უფრო ხელმისაწვდომი, მრავალტირაჟიანი ავტომობილი იქნება, ვიდრე GT86, მეორე კი უფრო ძვირი“, - განაცხადა ტადამ, თუმცა ამ ორი ავტომობილის საფასო სეგმენტები არ დაუკონკრეტებია. სამაგიეროდ, არსებობს ვარაუდი, რომ უფრო იაფი ავტომობილის ფასი, 20 000 დოლარზე ნაკლები იქნება. თუმცა, იენის არასტაბილურობის გამო, ფასმა შეიძლება აიწიოს კიდეც.
რაც შეეხება უფრო ძვირ, დიდსა და მძლავრ ავტომობილს, ის პოპულარულ „სუპრას“ შთამომავალი უნდა იყოს. თუმცა, ამას არავინ ადასტურებს, თვით ტადაც კი. ზოგი ვარაუდის მიხედვით, ეს ავტომობილი შეიძლება ჰიბრიდული აგრეგატითაც აღიჭურვოს. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია.

No comments:

Post a Comment