Friday, October 26, 2012

„ასტონ მარტინი“ ჯუჯა მონსტრს ამზადებს

Aston Martin Allegedly Mulling 5.9-liter V12-Powered Cygnet!
26 ოქტომბერი

ჯუჯა ჰეჩბეკი „სიგნიტია“, რომელიც „ასტონ მარტინმა“ „ტოიოტას“ iQ-ს გადაკეთებით მიიღო. მონსტრად კი ის მას შემდეგ გადაიქცევა, რაც მასში 5.9-ლიტრიან V12 ძრავს განალაგებენ. როგორ ჩაეტევა ეს აგრეგატი პატარა მანქანაში და გაუძლებს თუ არა მისი სტრუქტურა ასეთ ძალას, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ „ასტონ მარტინში“ ეს გადაწყვეტილი აქვთ, ესე იგი იციან, როგორ უნდა განახორციელონ ასეთი გიჟური იდეა.
სხვათა შორის, როდსაც ბრიტანულმა კომპანიამ იაპონური iQ-ს თავისი მარკით გამოშვება გადაწყვიტა, ყველას ძალიან გაუკვირდა ასეთი საქციელი. რა თქმა უნდა, ამას ობიექტური ახსნა აქვს, მაგრამ „სიგნიტს“ მაინც ალმაცერად უყურებენ - თვლიან, რომ „ასტონმა“ ხელი გაიფუჭა...
მაგრამ შემდეგ „ნისანმა“ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა - თავისი პატარა ქროსოვერი „ჯუკი“, თავისივე GT-R-ის ძრავით აღჭურვა. მოკლედ, ამ აგრეგატით, „ჯუკ R-მა“ მსოფლიოს საუკეთესო სუპერ ავტომობილებს, დუბაის ქუჩებში სულ კუდით ქვა ასროლინა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ აეშალა „ასტონსაც“ საღერღელი.
მაგრამ როგორი საქმეა, ჩაატიო უზარმაზარი V12 ისეთ პატარა მანქანაში, როგორიც „სიგნიტია“, რომლის სიგრძე 3078 მილიმეტრია, თითქმის იმდენივე, რამდნიც მე-7 სერიის „ბეემვეს“ ბორბლებს შორის ბაზაა. ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ „სიგნიტის“ სიგანე 1680 მილიმეტრი, სიმაღლე 1500 მილიმეტრი და ბაზა 2000 მილიმეტრია.

მოკლედ, ეს ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა „ავტოქარმა“ გაავრცელა, რომელმაც წყაროდ „ასტონ მარტინის“ ინკოგნიტო თანამშრომელი დაასახელა. ეს წყარო კი ირწმუნება, რომ „ასტონ მარტინის“ ინჟინრებს უკვე უფიქრიათ მთავარ პრობლემაზე - როგორ ჩაატიონ V12 აგრეგატი iQ-ს პატარა ძრავის ადგილზე. და... აღმოჩნდა, რომ ეს საკმაოდ იოლად, ბევრი დანახარჯის გარეშე ხერხდება.
იმავე წყაროს ინფორმაციით, პატარა მანქანას გადაკეთება მაინც დასჭირდება - ამას კი მძლავრი და მძიმე ძრავი მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სიგნიტს“ გზადაგზა დაშლა არ ასცდება. დაკიდევ, „ავტოქარი“ ვარაუდობს, რომ ძრავს დეფორსირება არ ასცდება. ცნობისათვის, ამჟამად ის 510 ცხენის ძალას და 570 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავს „ასტონ მარტინი“ DB9-ზე იყენებს.
დაბოლოს, ეს ინფორმაცია იმდენად დაუჯერებელია, რომ შეიძლება ჩავთვალოთ, ბრიტანულ გამოცემაში პირველი აპრილი მოენატრათ. ან იქნებ, მართალსაც წერენ...
ცოტაც მოვიცადოთ და გამოჩნდება...

No comments:

Post a Comment