Friday, October 26, 2012

„ძალიან სერიოზული“ „მაზდა CX-9“ სიდნეიში


2013 Mazda CX-9 with New "Why so Serious" Face Makes World Premiere at Sydney
26 ოქტომბერი
„მაზდამ თავის სახეშეცვლილ ქროსოვერ CX-9-ს პრემიერისთვის სიდნეის მოტორ შოუ აირჩია. იაპონური კომპანიის შვიდადგილიანი ავტომობილი ბაზარზე 2007 წლიდან არის და პირველი მოდერნიზაცია 2009 წელს ჩაუტარდა. მეორე მოდერნიზაციამ ის კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილთან (კოდო - მოძრაობის სულისკვეთება) დააახლოვა - მის გარეგნობაში აშკარად შეინიშნება უახლეს „მაზდა6-თან“ და CX-5-თან მსგავსება.

გარეგნული ცვლილებები განსაკუთრებით განახლებული CX-9-ს წინა და უკანა ნაწილებში შეინიშნება. რადიატორის ბადეს ერთგვარი ხუთკუთხედის (მომრგვალებული წახნაგებით) ფორმა აქვს, მისი ქვედა, ქრომირებული არშია, წინა ფარებში „შედის“. შეიცვალა წინა ბამპერის ფორმა. მისი მოყვანილობის გარჩევა ცოტა ძნელიც კია. რაც სინამდვილეში ბამპერისგანაა დარჩენილი, ის რადიატორმა შუაზე გაჰყო. ფარების ბლოკს დღის მაშუქებიც დაემატა. ბამპერი და ფარების ბლოკი უკანაც დაიხვეწა.
სიახლეებია ინტერიერშიც. დაიხვეწა სისტემა „ინფოტაინმენტი“, რომელშიც ახალი აუდიო და სანავიგაციო სისტემები გამოჩნდა. გარდა ამისა, საშუალო ზომის ქროსოვერი უსაფრთხოების ახალი სისტემებითაც აღიჭურვა. საერთო ჯამში, ავტომობილმა სოლიდურობაც შეინარჩუნა და უფრო დინამიური შესახედაობაც მიიღო. ამასთან, განახლების შემდეგ ის ახლებურად გაფორმებულ, 20-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს.
უსაფრთხოების სისტემათაგან აღსანიშნავია მოძრაობის ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელი, წინ არსებული წინააღმდეგობის გამაფრთხილებელი, ფარების ძლიერი სხივის კონტროლის და სხვა სისტემები.
რაც შეეხება აგრეგატებს, ამ მხრივ, ცვლილება არაა. ავტომობილი ისევ იმ 3.7-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მასზე პირველი პეისლიფტის შემდეგ გამოჩნდა და რომელიც „მაზდამ“ ძველი ნათესავის - „ფორდისგან“ მიიღო. ეს აგრეგატი 273 ცხენის ძალას და 367 ნიუტონმეტრს ავითარებს.
სიდნეის გამოფენაზე, „მაზდამ“ გამოაცხადა, რომ განახლებული CX-9-ის ამერიკულ ვერსიას საზოგადოებას ლოს ანჯელესის, ან დეტროიტის მოტორ შოუზე წარუდგენს.

No comments:

Post a Comment