Friday, October 26, 2012

ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესი ფეტელია

Vettel fastest in first India practice
26 ოქტომბერი

თითქოს ინდოეთში კორეის რბოლას აგრძელებსო... სებასტიან ფეტელმა ინდური ეტაპის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო დროები აჩვენა. ნიუ დელის ბუდის საეთაშორისო ავტოდრომზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზედზედ მეოთხე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. წინა სამმა ჩემპიონატის ლიდერის პოზიციაზე გაიყვანა, მეოთხეთი კი მეტოქეების, უწინარესად, მასავით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს დემორალიზებას ეცდება.

ფეტელი ჯერჯერობით ინდური დიდი პრიზის ერთადერთი გამარჯვებულია - შარშან ეს რბოლა პირველად ჩატარდა და გერმანელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სეზონის დასრულებამდე 4 ეტაპით ადრე (ინდოეთის გარდა, აბუ დაბის, აშშ-ის და ბრაზილიის ეტაპებია დარჩენილი), ის ალონსოს 6 ქულას უგებს. სხვაობა მინიმალურია, თუმცა ის ფაქტი, რომ „რედ ბული“ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, ესპანელს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. თუმცა, ალონსოს უბრძოლველად დანებება არ სჩვევია. ამჯერად მის ოპტიმიზმს ახალი წინა და უკანა ანტი ფრთები აძლევს, რომლებიც „ფერარიმ“ ბოლო ეტაპებისთვის მოამზადა.
პირველ პრაქტიკაზე ფეტელს 0.310 წამით ჩამორჩა ჯენსონ ბატონი, მეორეზე კი ავსტრალიელი თანაგუნდელი მარკ ვებერი - 0.118 წამით. ორივე შემთხვევაში, მესამე დრო ალონსოს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პირველი პრაქტიკის მოწინავე სამეულმა შარშანდლი ებოლის კვარცხლბეკის განლაგება გაიმეორა.
მეოთხე და მეექვსე შედეგებს დასჯერდა ლუის ჰამილტონი, მაგრამ ბოქსებში ის დააიმედეს, რომ სავსე ავზებით ასპარეზობისას, ტრასაზე ის უსწრაფესი იყო. ამასთან, ოპტიმისტურ განწყობაზეა ბატონიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენები დრო, „მაკლარენის“ პოტენციალს სრულად არ ასახავს.
პირველ ვარჯიშზე, „ზაუბერის“ იმ ბოლიდით, რომლითაც მექსიკელი სერხიო პერესი ასპარეზობს ხოლმე, ტრასაზე მისი თანამემამულე ესტებან გუტიერესი გამოვიდა, ვინც ალბათ პერესს მომავალ სეზონში შეცვლის. პერესის გამოუსვლელობის მიზეზი მისი შეუძლოდ ყოფნა გახდა, თუმცა ის ტრასას მეორე პრაქტიკაზე დაუბრუნდა.


ინდოეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:27.619
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:27.929
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:28.044
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:28.046
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:28.175
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:28.447
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:28.542
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:28.993
9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       1:29.204
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:29.291
11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                  1:29.691
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:29.760
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        1:29.802
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:29.850
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:29.895
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:30.041
17. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:30.401
18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:30.630
19. ხიედო ფან დერ გარდე(ჰოლანიდია,კატერჰემი)    1:30.896
20. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:31.212
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:31.903
22. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:32.125
23. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:32.369
24. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:32.859

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:26.221
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:26.339
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:26.820
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:27.022
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:27.030
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:27.131
7. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:27.182
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)           1:27.233
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:27.397
10. ბრუნ სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          1:27.738
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:28.004
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:28.178
13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:28.222
14. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:28.239
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:28.296
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:28.455
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)      1:28.596
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:29.167
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:29.320
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:29.606
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:30.950
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:31.113
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)              1:31.372
24. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)              1:31.493

No comments:

Post a Comment