Tuesday, October 9, 2012

„რენო“ უგზოობის „კლიოსაც“ გამოუშვებს

Renault Clio SUV to arrive next year
9 ოქტომბერი

მალე ბაზარზე კიდევ ერთი, სრულიად ახალი ავტომობილი გამოჩნდება, რომელიც სწრაფად მზარდ, B-კლასის უგზოობის ავტომობილების სეგმენტში, კონკურენციას ამ სეგმენტის უდაო ლიდერ „ნისან ჯუკს“ გაუწევს. და ამ ახალი ავტომობილს „ნისანის“ ფრანგი ნათესავი „რენო“ გამოუშვებს.


ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესის“ ინფორმაციით, ამ ავტომობილს „კლიოს“ ბაზაზე დაამზადებენ. და შესაბამისად, მას ჯერჯერობით „კლიო SUV-ად“ მოიხსენიებენ. იმავე გამოცემის ინფორმაციით, ახალი ავტომობილის პირველ კონცეპტუალურ ვერსიას ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ, მისი გაყიდვები კი სავარაუდოდ, ფრანკფურტის მოტორ შოუს შემდეგ დაიწყება.


„რენოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი ავტომობილის ესკიზები უკვე წარუდგინეს კომპანიის ხელმძღვანელობას. ამასთან, ეს ავტომობილი არ იქნება კონცეპტუალური „კაპტურის“ (ფოტოზე) ანალოგი. შეგახსენებთ, რომ „კაპტური“ ფრანგულმა კომპანიამ ჟენევის შარშანდლ მოტორ შოუზე გვიჩვენა. პირებმა, ვისგანაც ეს ინფორმაცია „ავტოექსპრესმა“ მიიღო, თავად იხილეს ეს ესკოზები და ამბობენ, რომ ახალ ავტომობილს ჰეჩბეკ „კლიოსთან“ ბევრი საერთო ექნება.
აღსანიშნავია, რომ ქროსოვერებით რომბების გატაცება ამ ერთი ავტომობილით არ შემოიფარგლება. ისინი ამ კლასის უფრო დიდი მოდელების გამოშვებასაც აპირებენ. ერთი შემდეგი თაობის „ნისან ქაშკაის“ შასიზე აიგება, მეორე კი ამ სამეულში ყველაზე დიდი იქნება და ის თავისი ზომებით, „ნისან X-ტრეილთან“ იქნება ახლოს.
სამი ქროსოვერის გამოშვება არის „რენოს“ გეგმის ნაწილი, რომელიც კომპანიის სამოდელო გამის ჯერ 44-მდე, შემდეგ კი 48-მდე გაზრდას ითვალისწინებს.

No comments:

Post a Comment