Tuesday, October 9, 2012

ახალმა „რეინჯ როვერმა“ პირველი ჯილდ მიიღო


2013 Range Rover Wins Its First Award
9 ოქტომბერი
„ლენდ როვერს“ ჯერ ახალი „რეინჯ როვერის“ მიწოდება არ დაუწყია (გაყიდვაში უკვე არის, მაგრამ შეკვეთების დაკმაყოფილება მოგვიანებით დაიწყება), თუმცა ამ ავტომობილმა პირველი ჯილდო უკვე მიიღო. „სანდ თაიმსის“ კონკურს „დრაივინგ ტოპ 100 ქარზ-ში“, 4X4 ავტომობილების კატეგორიაში საუკეთესოდ სწორედ ახალი „რეინჯ როვერი“ დასახელდა.

„1970 წლიდან მოყოლებული, რაც ბაზარზეა, „რეინჯ როვერმა“ სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა, რომელთა მიწვდომაც ბევრმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მსოფლიოში, ესაა ერთადერთი ავტომობილი, რომლითაც საჰარას უდაბნოში გადაადგილებისას, სანადიროდ ყოფნისას, ან მონაკოს „ოტელ დე პარიმდე“ მისვლისას, ერთნაირი კომფორტით გასიამოვნებთ“, - ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის მიერ ორგანიზებული კონკურსის ჟიური შეფასებაში.
„ლენდ როვერი“ აღიარებს, რომ ჯერ ახალი „რეინჯ როვერის“ მართვის საშუალება არცერთ ჟურნალისტს არ ჰქონია. თუმცა, ჟიურის წევრები კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაიკ ქროსმა გაასეირნა და ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მანქანას მათი სიმპათიები დაემსახურებინა.
ახალი „რეინჯ როვერის“ ერთ-ერთი მტავარი თვისება ისაა, რომ ის წინამორბედზე გაცილებით მსუბუქია. ამასთან, ესაა მსოფლიოში უგზოობის პირველი ავტომობილი, რომლის მზიდი ელემენტიც (მონოკოკური სისტემა) მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული. მამოძრავებელი ძალით კი ავტომობილს ერთი ბენზინის და ორიც დიზელის აგრეგატი უზრუნველყოფს.

No comments:

Post a Comment