Saturday, October 20, 2012

რაიკონენი იმედს არ კარგავს


Kimi Raikkonen: 2007 turnaround proves Formula 1 title hopes not dead
20 ოქტომბერი
კიმი რაიკონენის თქმთ, მისი კარიერის გამოცდილება კარნახობს, რომ ამ სეზნოში საჩემპიონო შანსებს ჯერაც ინარჩუნებს. ამიტომ, ის ბოლო რბოლამდე თავს არ დაზოგავს, რათა საწადელს მიაღწიოს. ფინელი მრბოლი ჩემპიონი 2007 წელს გახდა, როდესაც „ფერარის“ ბოლიდით ასპარეზობდა.

მაშინ ჩემპიონობისთვის „მაკლარენის“ პილოტები - ფერნანდო ალონსო და ლუის ჰამილტონი იბრძდნენ, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლამ ისე გაიტაცა, რომ მათაც და გუნდსაც რაიკონენის არსებობა „გამოეპარათ“ და საბოლოოდ, ორივემ მასთან ერთი ქულა დათმო...
ამჯერად ძლიერ განსხვავებული სიტუაციაა. ტიტულისთვის იგივე ალონსო და სებასტიან ფეტელი იბრძვიან. ლიდერი ფეტელი რაიკონენს 48 ქულას ქუგებს, ცოტათი ნაკლებს უგებს ალონსო. ფინელს ამჯერად გაცილებით ნაკლები შანსი აქვს. თუნდაც იმიტომ, რომ დარჩენილ ოთხ რბოლაში, მან ორი გამარჯვების ტოლფასი ჰანდიკაპის ლიკვიდირება უნდა შეძლოს. თან ისეთ სიტუაციაში, როდესაც მისი „ლოტუსი“ ნაკლებად კონკურენტუნარიანია, ვიდრე ფეტელის „რედ ბული“ და ალონსოს „ფერარი“.
მაგრამ რაიკონენი თვლის, რომ შეუძლებელი არაფერია: „მთავარია, მუშაობა გავარგძელოთ და მოტივაციის მაღალი დონეც შევინარჩუნოთ. პირადად მე, მოტივაცია არ მაკლია - ეს ყოველთვის ასეა. მთავარია, ყოველთვის იმის მაქსიმუმი მივიღო, რაც შემიძლია. 2007 წელს ტიტულის ბედი ბოლო რბოლაში გაირკვა. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია და ვნახოთ, რა მოხდება“.
„ამ მომენტში, მიზანი რომ დავისახო, ამას აზრი არ აქვს. მთავარია, რაც შეიძლება მეტ ქულას მოვუყაროთ თავი. სებასტიანს საკმაოდ სოლიდური უპირატესობა აქვს და ამიტომ, მისი დაწევა ძალიან ძნელია. მაგრამ ამის გამო, ყურებს არ ჩამოვუშვებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - დასძენს კიმი, ვინც კორეული რბოლა მეხუთე ადგილზე დაასრულა (თუმცაღა, გუნდი მეტს ელოდა) და ლიდერებს კიდევ უფრო ჩამორჩა. თუმცა, ინდური ეტაპისთვის, „ლოტუსი“ რამდენიმე სიახლეს ამზადებს და რაიკონენსაც იმედი აქვს, რომ ეს დაეხმარება...
„ვფიქრობ, კორეაში დაკავებული მეხუთე ადგილი ის შედგია, რასაც ჩვენი შესაძლებლობები შეესაბამებოდა. იყო მომენტები, როდესაც წინ წაწევის შანსი გაჩნდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს არ მოხერხდა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმდენი სიჩქარე არ გვქონდა, რომ „რედ ბულს“, ან „ფერარის“ დავწეოდით. არ ვამბობ, რომ ეს ფანტასტიური რბოლა იყო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ქულების აღება შევძელით და ეს ცუდი არაა“, - დასძენს რაიკონენი.

No comments:

Post a Comment