Thursday, November 1, 2012

„ტორო როსომ“ რიკიარდო და ვერნი დაიტოვა


Toro Rosso retains Daniel Ricciardo and Jean-Eric Vergne for 2013
1 ნოემბერი
„სკუდერია ტორო როსო“ იმავე პილოტებს შეინარჩუნებს, რომლებიც ამ სეზონში მის ბოლიდებს მართავენ. ესენი არიან ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო და ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი. ამათგან ფრანგის დებიუტი ფორმულა ერთში, სწორედ ამ სეზონში შედგა. „ტორო როსოში“ გადასვლამდე, მან ფორმულა „რენო 3.5-ის“ სერიაში მეორე ადგილი დაიკავა. გასულ 17 ეტაპზე, ვერნმა 12 ქულა დააგროვა და კლასიფიკაციაში მე-17 ადგილი უკავია.

„ამ ამბის გაგებამ ძალიან გამახარა. მადლობა „ტორო როსოს“ და მადლობა „რედ ბულს“, რომლებიც ჩემი კარიერის პირველივე დღეებიდან მეხმარებიან. როგორც ახალბედას, ძნელი სეზონი მქონდა. მაგრამ თანაგუნდელებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. ამ ყველაფერმა უფრო ძლიერ მრბოლად ჩამომაყალიბა. მომავალი სეზონისთვის გუნდს ამბიციური გეგმები აქვს და მიხარია, რომ ამ გეგმებში მეც შევდივარ. იმედია, ჩვენ ერთად ბევრს მივაღწევთ“, - განაცხადა ვერნმა.
რიკიარდომ პირველად ფ1-ის რბოლაში მონაწილეობა გასულ სეზონში, ბრიტანულ ეტაპზე მიიღო, ოღონდ „ისპანიას“ ბოლიდით. მერე კი „ტორო როსომ“ ორივე პილოტი შეცვალა და ვერნთან ერთად, ავსტრალიელიც მიიწვია. ჯერჯერობით რიკიარდს მხოლოდ 90 ქულა აქვს მოპოვებული.
„ძალიან გამახარა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ „ტორო როსოში“ ვრჩები, რისთვისაც გუნდის მადლიერი ვარ. გუნდში მომავალი სეზონის დიდი მოლოდინი აქვთ და მიზარია, რომ ამაში მონაწილეობას მივიღებ. ვგრძნობ, რომ კარგ მრბოლად ჩამოვყალიბდი. რაც მთავარია, ტექნიკურ საკითხებში გაცილებით უკეთ ვერკვევი. ეს ყველაფერი კი „ტორო როსოში“ მეორე სეზონის დროს გამომადგება“, - ამბობს რიკიარდო.
იტალიური გუნდის შეფი ფრანც ტოსტი ტავისი პილოტებით კმაყოფილია. განსაკუთრებით კი იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ ორივემ ქულების უმეტესობა სეზონის მეორე ნახევარში მოიპოვა. რაც მთავარია, ინჟინრებთან მათი კომუნიკაცია გაუმჯობესდა და ორივე სრულყოფილი პილოტი გახდა. ახალი მანქანის შექმნისას, მთელს ჩვენს უნარს გამოვიყენებთ, რათა ამ ბიჭებს თავიანთი უნარის გამოვლენის საშუალება მივცეთო, - ამბობს ტოსტი.

No comments:

Post a Comment