Monday, November 5, 2012

„ლანჩა“ მაინც იცოცხლებს... ამერიკის პასპორტით


Lancia to live on with models built in America
5 ნოემბერი
„ლანჩა“ ისეთი ლეგენდარული სახელია, რომ როგორც ჩანს, ზარალიანი ბიზნესის მიუხედავად, „ფიატის“ და „კრაისლერის“ ჯგუფის შეფი სერჯო მარკიონე მას მოსაკლავად ვერ იმეტებს. როგორც გამოცემა „მოტორ ტრენდი“ იუწყება, „ლანჩა“ კვლავაც გააგრძელებს არსებობას, თუმცა მისი წარმოება თითქმის მთლიანად ამერიკაში, „კრაისლერის“ ქარხნებში გადაინაცვლებს.

იმავე „მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, „ლანჩა“ იტალიაში მხოლოდ პატარა ჰეჩბეკ „იპსილონის“ წარმოებას გააგრძელებს. დანარჩენ ავტომობილებს კი „კრაისლერს“ ჩააბარებენ, რომელიც მათ საკუთარი მოდელების ბაზაზე გამოუშვებს. იქ წარმოებული ავტომობილები კი, ამერიკისა და ევროპის გარდა, სხვა ისეთ ბაზრებზეც გავა, სადაც ადრე „ლანჩა“ არ იყიდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ლანჩას“ გაამერიკელების პარალელურად, მარკიონე „მაზერატის“ სუპერ ავტომობილების მწარმოებლიდან, პრემიუმ მწარმოებლად გადააკეთებს და ამ ბრენდით კონკურენციას გერმანულ კომპანიებს გაუწევს.

No comments:

Post a Comment