Monday, November 5, 2012

„მაზდა“ საკუთარი „პრემიუმ სუპერმინის“ გამოშვებას აპირებს

Mazda Wants Its Own ‘Premium Supermini’
5 ნოემბერი
პრემიუმ „სუპერმინის“ სეგმენტს საფუძველი ჩაუყარა და პოპულარიზაცია გაუწია „ბეემვემ“, როდესაც ბაზარზე ახალი „მინი“ გამოუშვა. დროთა განმავლობაში, ამ სეგმენტში სულ უფრო მეტი ავტომობილი ჩნდება, მათ შორის, „სიტროენ DS3“, „პეჟო 208“, ახლახანს კი „ოპელ ადამი“...

და, როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ იტყობინება, მალე ამ პატარების კოჰორტას შეიძლება „მაზდას“ ავტომობილიც შეუერთდეს. გამოცემას მოჰყავს იაპონური კომპანიის ევროპული შტოს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტ იჩირო ჰიროსეს სიტყვები, რომლებიც გვამცნობენ, რომ „მაზდა“ პრემიუმ სუბ-B კლასის ავტომობილის სეგმენტში შეღწევითაა დაინტერესებული.
ჰიროსეს თქმით, მისი კომპანია პირველად ასეთი ავტომობილის გამოშვებით, 2008 წელს დაინტერესდა. მაშინ მისმა სპეციალისტებმა კონცეპტუალური „კიორა“ (ფოტოზე) შეიმუშავეს, რომელიც პირველად პარიზის მოტორ შოუზე წარადგინეს. მას შემდეგ, იაპონური კომპანიის დიზაინის ენა შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ „კიორას“ გარეგნობის ავტომობილს ბაზარზე ვერ ვიხილავთ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამ ტიპის (სხვა დიზაინით) ავტომობილის გამოშვება იგეგმება.

No comments:

Post a Comment