Wednesday, November 7, 2012

„კატერჰემი“ სამოდელო გამას გააფართოებს

Caterham to expand beyond sports cars; city cars, CUVs possible
7 ნოემბერი

„რენოსთან“ პარტნიორობის კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „კატერჰემი“ თავის გეგმებს გვაცნობს. ამ გარიგებით, კომპანიის მალაიზიელი შეფი ტონი ფერნანდესი იმდენად აღფრთოვანებულია, რომ იგი ფორმულა ერთის თავისივე გუნდის ხელმძღვანელობის დატოვებას აპირებს იმისათვის, რომ „კატერჰემის“ ისტორიაში გარდატეხის მომენტში, კომპანიას წარუძღვეს.

ფერნანდესი ამბობს, რომ მისი კომპანია ქროსოვერების და საქალაქო ავტომობილების წარმოებას აპირებს. ამ მხრივ კი მას შესანიშნავი მაგალითი მისცა „პორშემ“, რომელიც მხოლოდ სპორტული ავტომობილების კომპანიიდან, თანდათან მასობრივი მწარმოებელი ხდება. თუმცა, ეს ჯერ მაინც არ ნიშნავს, რომ „კატერჰემი“ ხუთკარიანი ავტომობილების წარმოებას აპირებს. ქროსოვერებიც და საქალაქო ავტომობილებიც ორ და სამკარიანი იქნება. რა თქმა უნდა, „კატერჰემის“ გეგმებში სუპერ ავტომობილის გამოშვებაც შედის - ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილისგან ეს მოსალოდნელიც იყო.
„კატერჰემის“ მთავარი აღმასრულებელი გრემ მაკდონალდი ამბობს, რომ განიხილება ფლაგმანი სპორტული ავტომობილის წარმოება, რომელიც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ შასის დაეყრდნობა და აღჭურვილობაში სისტემა კერს-ს მიიღებს. ოღონდ, ეს ჯერ მხოლოდ შორეული გეგმებია, რადგან ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა...

No comments:

Post a Comment