Wednesday, November 7, 2012

„ტვიზი“ კარგად იყიდება, „რენოს“ სხვა ელექტრომობილები - არა

Twizy Registers Hefty Sales, but Renault ZE Range Still Struggling

7 ნოემბერი
ამ პატარა ელექტრომობილს, ხშირად კვადრიციკლადაც მოიხსენიებენ. მაგრამ რაც უნდა უწოდონ, მყიდველს მაინც იზიდავს. ყოველ შემთხვევაში, „რენოს“ ელექტრომობილებს შორის, ჯერჯერობით ყველაზე გაყიდვადია. თუმცა მთლიანობაში, თავისი ელექტრომობილების გაყიდვებით, რომბები ჯერჯერობით უკმაყოფილონი არიან.
მარტო ბრიტანეთში, ხუთი თვის განმავლობაში, 252 ცალი „ტვიზია“ გაყიდული. იმავე დროში, გაცილებით ნაკლები, 64 ცალი „ფლუენსის“ გაყიდვა მოხერხდა. სამაგიეროდ, კარგი მოთხოვნაა მსუბუქ კომერციულ ფურგონ „კანგუს“ ელექტრულ ვერსიაზე, რომელიც 279 ცალია გაყიდული. ოღონდ, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ამ ავტომობილზე საქალაქო მიმწოდებელი კომპანიებისგანაა მოთხოვნა.
დაახლოებით იგივე სიტუაციაა კონტინენტურ ევროპაშიც. „ტვიზი“ იქაც კარგად იყიდება, თუმცა საერთო ჯამში, ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა თავისი ელექტრომობილების გაყიდვების დნმიკით. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბაზარზე ჯერაც არ გამოსულა რომბების „მთავარი“ ელექტრომობილი - სუბკომპაქტური „ზოი“, რომელიც ფასითაც და საექსპლუატაციო მახასიათებლებითაც მიმზიდველი უნდა გახდეს მყიდველისთვის.
აღსანიშნავია, რომ „ტვიზი“ და „ზოი“ სუფთა ელექტრომობილებია და ისინი ფრანგულმა კომპანიამ, როგორც იტყვიან, სუფთა ფურცლიდან შეიმუშავა. რაც შეეხება „ფლუენსს“ და „კანგუს“, ისინი შესაბამისი შიდაწვისძრავიანი მოდელების გაელექტროებული ვერსიებია.
აღსანიშნავია, რომ „ზოი“ ბაზარზე უკვე გამოსული უნდა იყოს, თუმცა მისი დებიუტი რამდენიმე თვით გადაიდო. ნებისმიერ შემთხვევაში, „რენო“ ამ ავტომობილზე დიდ იმედებს ამყარებს - მისი წარმოების წლიური მოცულობა 150 000-ია.

No comments:

Post a Comment