Friday, November 16, 2012

„შევროლემ“ ელექტრული „სპარკი“ წარმოადგინა

Pure Electric 2014 Chevrolet Spark EV Revealed
16 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „შევროლე“ სრულიად ახალ ელექტრობილს, „სპარკს“ წარადგენს, რომელიც თავისი კლასისთვის საკმაოდ კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, კომპანიამ ეს ავტომობილი ინტერნეტით გაგვაცნო.


ელექტრული „სპარკ EV“ აღჭურვილია წყლით გაგრილებადი, მუდმივმაგნიტიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც, „ჯენერალ მოტორსის“ სიტყვებით, მინიმუმ 100 კილოვატს, ანუ 136 ცხენის ძალას, მუდმივი მაბრუნი მომენტი კი 542 ნიუტონმეტრს შეადგენს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ამ პატარა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩარის აკრეფა 8 წამზე ნაკლებში მოასწროს.


ელექტრული „სპარკ EV-ს“ მთავარი ინჟინერი ჩაკ რასელი ამბობს, რომ მისი ჯგუფის მიზანს, არამხოლოდ სასიამოვნდ სამართავი, არამედ ასევე ეფექტური ავტომობილის დაპროექტება იყო, რომელიც ენერგიას ეკონომიურად დახარჯავდა. ის დასძენს, რომ მართვის ნებისმიერ მომენტში, „სპარკი“ ხალისით ეხმაურება მძღოლის მითითებებს. ამგვარად, ელექტრული „სპარკი“ არამხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილია, არამედ კარგი მართვადობით და დინამიურობითაც გამოირჩევა.


სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ენერგიას ლთიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს, რომლის ტევადობაც 20 კილოვატსაათია. ბლოკი მოთავსებულია უკანა სავარძლების ძირსა და ნაწილობრივ საბარგულის ძირში. „ჯენერალ მოტორსი“ აკუმულატორზე რვაწლიან, ან 160 000 კილომეტრის გარანტიას იძლევა (რომელიც უფრო ადრე შესრულდება).


ავტომობილთან ერთად, მყიდველი სპეციალურ დასამუხტ მოწყობილობასაც მიიღებს, რომელსაც ელემენტების 80 პროცენტით დამუხტვას 20 წუთში შეძლებს. სრული დამუხტვისთვის დაახლოებით შვიდი საათია საჭირო. მანქანის პატრონს, ელემებტების ბლოკის მდგომარეობის გაკონტროლება სმარტ ფონით შეუძლია.
ამერიკული კომპანიის განცხადებით, „სპარკ EV-ს“ ელექტრული დანადგარების (ელემენტების ბლოკი, ელექტროძრავი) 75 პროცენტი, „შევროლე ვოლტისა“ და „ჯენერალ მოტორსის“ პიკაპების ჰიბრიდულ სისტემებშიც გამოიყენება. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ელემენტების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მათი ფასის დაწევას შეუწყობს ხელს.
ელექტრული „სპარკის“ წარმოება მომავალი წლის დასაწყისშ დაიწყება. პირველ რიგში, მის გაყიდვას კომპანიის კალიფორნიელი დილერები შეუდგებიან. გენერლები თავიანთ ახალ ელექტრომობილზე უფრო მეტ ინფორმაციას ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გამოაქვეყნებენ.

No comments:

Post a Comment