Friday, November 16, 2012

დაახლოებით ასეთი იქნება „მერსედესის“ მომავალი G-კლასი

Mercedes' LA Show SUV Concept Comes to Life; Says it Previews the Future for the G-Class
16 ნოემბერი
ტრადიციულად, ლოს ანჯელესის მოტორ შოუს ორგანიზატორებმა დიზაინის კონკურსი, „ლოს ანჯელეს აუტო შოუ დიზაინ ჩელინჯ“ ჩაატარეს, რომლის თემაც ამჯერად 2025 წლის საპატრულო ავტომობილის კონცეპციის შემუშავება იყო. კონკირსში მონაწილეობა „მერსედეს-ბენცი“ ჩრდილოამერიკული შტოს „მოწინავე დიზაინ ცენტრის“ (კალიფორნია) სპეციალისტებმაც მიიღეს, რომლებმაც ესკიზების და კომპიუტერში შესრულებული პროექტის გარდა, 1:1 მასშტაბში შესრულებული მოდელი - უგზოობის საპატრულო ავტომობილი წარადგინეს.
ავტომობილის სახელია „ენერ-G-ფორსი“, რომელიც, როგორც სამქიმიანებმა განაცხადეს, შესაძლოა იმ სტილის შემუშავების ადრეული ეტაპი გახდეს, რომელშიც G-კლასის ავტომობილს შეასრულებენ. რა თქმა უნდა, სანამ ეს მოხდება, ავტომობილი დახვეწის გრძელსა და მრავალეტაპიან გზას გაივლის.
ავტომობილის სახელია „ენერ-G-ფორსი“, რომელიც, როგორც სამქიმიანებმა განაცხადეს, შესაძლოა იმ სტილის შემუშავების ადრეული ეტაპი გახდეს, რომელშიც G-კლასის ავტომობილს შეასრულებენ. რა თქმა უნდა, სანამ ეს მოხდება, ავტომობილი დახვეწის გრძელსა და მრავალეტაპიან გზას გაივლის.
„კონცეპტუალური„ენერ-G-ფორსი“ არის უგზოობის ავტომობილის ხედვა, ავტომობილის, რომელიც მომავლის თავგადასავლის მაძიებლების მოთხოვნილებებს უპასუხებს. მასში ასევე ჩაქსოვილია „მერსედეს-ბენცის“ უგზოობის ავტომობილის სიმბოლოს, G-კლასის გენები. თქვენს წინაშეა თანამედროვე და ძალიან დახვეწილი ავტომობილი, რომელიც „მერსედეს-ბენცის“ უგზოობის ავტომობილების სტილის ახალი დასაწყისი შეიძლება გახდეს“, - „მერსედეს-ბენცის“ ავტომობილების დიზაინის დირექტორი გორდენ ვაგენერი.
„ენერ-G-ფორსის“ მთავარი შემოქმედი ჰუბერტ ლი ამბობს, რომ კონცეპტუალურ ავტომობილში, ორიგინალური G-კლასის მნიშვნელოვანი ელემენტები და პროპორციებია ჩაქსოვილი. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა, ნაბიჯი წინ გადაგვედგა, მაგრამ ისიც გვსურდა, რომ G-ს თვისებები წარსულში დაგვეტოვებინა“, - ამბობს ლი.
ამის მიუხედავად, დიზაინერებმა თავიანთ ნამუშევარში არაერთი სიახლე გამოიყენეს. მაგალითად, სიმეტრიის ღერძიდან ოდნავ აცდენილად განლაგებული პატარა სეგმენტი, რომელშიც სხვადასხვა დანიშნულების ეკიპირების მოთავსება შეიძლება და რომელიც უკანა კარის გაუღებლადაც ხელმისაწვდომი იქნება.

რაც შეეხება ავტომობილის ძალურ აღჭურვილობას, კონცეპციაში აღნიშნულია, რომ „ენერ-G-ფორსს“ მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავები მიაწვდის, რომლებსაც ენერგიით მომავლის ფიჭური ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. თავის მხრივ, ამ ელემენტებში გადამუშავებულ წყალს გამოიყენებენ. წყლის ავზები მანქანის სახურავზე მოთავსდება. ელექტროძრავი ოთხია და ისინი ბორბლებში მოთავსდება. თეორიულად, „ენერ-G-ფორსის“ სვლის სიშორე 800 კილომეტრს მიაღწევს.






No comments:

Post a Comment