Friday, November 16, 2012

ამერიკაში ფეტელი გაბატონდა

Vettel sets early pace on new Austin circuit
16 ნოემბერი

მოკლედ, ოსტინის უახლეს ტრეკზე სებასტიან ფეტელი და „რედ ბული“ ბატონობენ. ორივე ტავისუფალი პრაქტიკაზე სწორედ ფეტელი იყო უსწრაფესი, მეორეზე კი მეორე დროც „წითელი ხარების“ პილოტმა - მარკ ვებერმა აჩვენა, რომელსაც მხოლოდ 0.008 წამით ჩამორჩა ფერნანდო ალონსო. ესპანელი ორივე სესიაზე მესამე იყო. ამასთან, მეორეზე სიჩქარეს საგრძნობლად მოუმატა - წრის გავლის დრო თითქმის ორი წამით გააუმჯობესა.

„პირველ სესიაზე ტრასა ძალიან ჭუჭყიანი იყო, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ყინულით იყო დაფარული. ამიტომ, მასზე რბოლა იოლი არ ყოფილა. მეორე სესიაზე პრობლემები შეგვექმნა და ბევრი დრო ბოქსში გავატარეთ. თუმცა, ორი სწრაფი წრის გავლა მაინც შევძელი, რასაც კვალიფიკაციისა და რბოლისთვის მზადების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს ფეტელი.
მისი გუნდის მომზადების დონით კმაყოფილი დარჩა „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი, ვინც იმედვნბს, რომ „წითელი ხარები“ კონსტრუქტორთა თასს ოსტინშივე გაინაღდებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ამერიკელმა ფანებმა დაუვიწყარო ნახონო, - ამბობს ჰორნერი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ფეტელის ჩრდილს ჯერჯერობით თავი ვერ დააღწია, ტრასით კმაყოფილია ლუის ჰამილტონი, ვინც არ მალავს, რომ გამარჯვებისთვის მზადაა. ის ამბობს: „ეს ტრასა მრბოლებისთვისაა და ნაკლებად მანქანებისთვის. მას აქვს სამი სრულიად განსხვავებული სექტორი, რომელთა ერთნაირად წარმატებულად გავლა ძალიან ძნელია. საერთო ჯამში, ნაყოფიერად ვიმუშავეთ. პირველ სესიაზე, გარკვეული პრობლემები საბურავებმა შეგვიქმნა, თუმცა ეს ადვილად მოვაგვარეთ. კვალიფიკაციის წინ, მანქანაში კიდევ რამდენიმე ცვლილებას შევიტანთ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს“, - ამბობს ბრიტანელი, ვისაც ხუთი წლის წინ ჩატარებული ბოლო ამერიკული რბოლა აქვს მოგებული.
„წარმოუდგენლად ძნელი ტრასაა. მას ბევრი განსხვავებული მოსახვევი აქვს, რომლებიც სხვა ტრასების გამორჩეული მოსახვევების კონფიგურაციებს იმეორებს. მოკლედ, მისმა მომწყობებმა ბევრი ტრასა აქ ნაწილ-ნაწილ შეაკოწიწეს. ტრეკს შესანიშნავი ტოპოგრაფია აქვს. აღმართებს დაღმართები ენაცვლება, არის ბრმა მოსახვევები, რაც პილოტებისთვის სერიოზული გამოწვევაა. მოკლედ, შესანიშნავია“, - ამბობს „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში.

აშშ-ის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:37.718
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:38.475
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:38.483
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:38.748
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:38.786
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:39.029
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:39.448
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          1:39.531
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:39.653
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:40.115
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:40.166
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:40.230
13. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:40.286
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:40.326
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:40.435
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:40.516
17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:40.700
18. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:41.430
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:42.476
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:42.652
21. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:42.846
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:43.538
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:44.453
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:45.114

No comments:

Post a Comment