GM's Spark-o-Graphic Compares America's 1970's
Sedans with Today's Small Cars
26 აპრილი
რა თქმა უნდა, არა პირდაპირი მნიშვნელობით... მაგრამ
ამ ფოტოზე, რომელიც „ჯენერალ მოტორსმა“ თავისი ახალი მინიავტომობილის
რეკლამირებისთვის გამოაქვეყნა, რაღაც ამგვარის თქმა შეიძლება. კარგად დააკვირდით
და მიხვდებით, თუ რატომ...
ავტომოყვარულებმა კარგად უწყიან, რომ 50-60-იან
წლებში და 70-იანების დასაწყისში, ამერიკული კომპანიები უზარმაზარ ავტომობილებს.
ოთხბორბლიან დინოზავრებს აწარმოებდნენ. მერე კი ნავთობის პირველმა კრიზისმა მათი
ავტომობილების ზომები მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეს საქმე იქამდეც მივიდა, რომ
იანკებმა მინი ავტომობილების წარმოებასაც მიჰყვეს ხელი...
და კომპანია „შევროლემ“, ვისი მეხუთე თაობის „იმპალას“
სიგრძეც ოდესღაც 5639 მილიმეტრი იყო, ახლახანს მინი ჰეჩბეკ „სპარკის“ წარმოება
დაიწყო. ამ ავტომობილის რეკლამირებისთვის კი გენერლებმა გრაფიკული სარეკლამო ბანერი
შექმნეს, რომელიც სწორედ იმ პარადოქსს ამტკიცებს, რომ ხანდახან შესაძლებელია, რომ
პონი დინოზავრზე დიდი გამოჩნდეს. არა მთლიანად, არამედ თუნდაც სალონით...
სურათზე „შევროლე სპარკი“ 70-იანი წლების საშუალო
ამერიკული სედანის ფონზე დგას. რა თქმა უნდა, ძველი სედანი მასზე ლამის ორჯერ
გრძელია. მაგრამ კაბინა... „სპარკს“ უფრო დიდი აქვს... ბანერზე ასევე რამდენიმე საინტერესო
სტატისტიკური მონაცემია გამოსახული:
1. ექსტერიერი - „სპარკი“ 70-იანი წლების გიგანტურ
სედანზე ორჯერ პატარაა;
2. სიმაღლე - სამაგიეროდ, სიმაღლეში „ნაპერწკალი“
(სპარკი ქართულად) სჯობნის. სხვაობა თითქმის 15 სანტიმეტრია;
3. ბორბლები - თქვენ წარმოიდგინეთ, გიგანტური
სედანი და პატარა ჰეჩბეკი ერთი ზომის, 15-დუიმიან ბორბლებზე დგანან;
4. ინტერიერი - პატარას და (70-იანი წლების) გიგანტს
წინა და უკანა სავარძლების თავზე სახურავი ერთ სიმაღლეზე აქვთ. გარდა ამისა, ორივეს
წინა სავარძლებზე მსხდომთა ფეხებისთვის ადგილიც ტოლია.
ჰოდა,
ამერიკელებიც ნელ-ნელა ასეთ პატარა ავტომობილებს ეჩვევიან. სხვა თუ არაფერი, მათ
გაცილებით მოკრძალებული აპეტიტი აქვთ...
No comments:
Post a Comment