26 აპრილი
ეს პროექტი ჯერ მხოლოდ ამ ესკიზების დონეზე არსებობს,
ანუ რამდენიმე დღის დაწყებულია. ჯერ სახელიც კი არ აქვს. მაგრამ ესკიზებიც საკმარისი
გამოდგა იმისათვის, რომ ავტოგურმანთა დაინტერესება გამოეწვია. ჩვენთვის კარგად ცნობილი
დიზაინერი (მისი წინა ნამუშევარი იხილეთ ლინკზე http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html)
მალე თაბაშირისგან ამ ავტომობილის მასშტაბური მოდელის სკულპტურის შემუშავებას
დაიწყებს და დიზაინსაც თანდათან დახვეწს. შემდგ კი რეალური ავტომობილის შექმნის ჯერიც დადგება...
ჯერ არც საბოლოო დიზაინია შერჩეული, არც დონორი მოდელი,
რომლის აგრეგატებსაც ამ ავტომობილზე გამოიყენებენ. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა
შეიძლება, რომ ძრავი ბაზაში მოთავსდება, ბორბლებს შორის ბაზა კი დაახლოებით 2500 მილიმეტრი
იქნება...
ჩვენ კი ქართველი დიზაინერის მუშაობას დროთა
განმავლობაში, ამავე პოსტის გაგრძელებით გაგაცნობთ და ამგვარად, ამ პროექტის თანამონაწილედ
გაქცევთ...
No comments:
Post a Comment