Monday, August 6, 2012

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)

Hiriko Fold EV Shows Off in Spain
6 აგვისტო
ცოტა ხნის წინ, ეს საინტერესო, დასაკეცი, საქალაქო ელექტრომობილი გაგაცანით. ის ჯერ კონცეპტუალური სახით არსებობს და იმდენად არარეალურია, რომ შეიძლება ბევრმა ჩათვალა - ამის ბედი პერსპექტიული პროექტების თაროზეა. მაგრამ ბასკები, რომლებიც ამ ავტომობილის სულის ჩამდგმელები არიან და მათი პარტნიორები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან და ევროპარლამენტიდან, თაროსთვის არ გარჯილან. ისინი ორიგინალური ჩანაფიქრის განსახორციელებლად ძალღონეს არ იშურებენ.

ამის შედეგია ის, რომ ახლახანს, მათ ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ქალაქ ვიტორია-გასტეისის (რომელი ქალაქ ბილბაოდან სამხრეთით, ერთი საათის სავალში მდებარეობს) ქუჩებში, პირველი „ჰირიკო ფოლდი“ გამოჩნდა. ხალხი გაოცებული, ჯერ შორიდან უმზერდა უცნაურ ავტომობილს, რომელიც ჩუმად გადაადგილდებოდა, გაჩერების შემდეგ კი იკეცებოდა. გაჩერებულის წინა კარი იხსნებოდა და იქიდან მძღოლი გადმოდიოდა.
პროექტის ავტორებს ადრე ნათქვამი ჰქონდათ, რომ „ჰირიკოს“ იმ ქალაქებში გამოუშვებენ, რომლებიც ამ ელექტრომობილით დაინტერესდებიან. საორიენტაციო ფასიც გამოცხადებულია - 12 500 ევრო. აშკარად ბევრია ავტომობილისთვის, რომელიც მაქსიმუმ 60 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. თუმცა მასში იმდენი სიახლეა დანერგილი და მისი ექსპლუატაცია იმდენად მოსახერხებელი და იაფია, რომ შეიძლება ფასიც მისაღებად ჩაითვალოს.
უპირველესად, ესაა მექანიზმი, რომელიც ავტომობილს ავტომატურ რეჟიმში დაკეცვის საშუალებას აძლევს. როცა იკეცება, მისი სიგრძე სულ რარაც, 1.6 მეტრია, ასეთს კი სამს დაატევ იქ, სადაც ჩვეულებრივი ავტომობილი დგება. მეორე საინტერესო სიახლეა ოთხივე მართვადი ბორბალი, რაც ალბათ საჭირო აღარც იყო - დაკეცვის შემდეგ, ავტომობილის ბაზა ისედაც ძალიან მოკლდება და მისი მანევრულობაც მნიშვნელოვნად უმჯობესდება. თუმცა, საცობებში ოთხივე მართვადი ბორბალი ხშირად მისწრება შეიძლება იყოს.
ამას დაურთეთ ისიც, რომ ავტომობილს აბსოლუტურად არ აქვს გამონაბოლქვი, მოიხმარს ბენზინზე გაცილებით იაფსა და ცოტა ენერგიას (ელექტროენერგიას) და როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, ერთი სრული დამუხტვით, 120 კილომეტრის გავლა შეუძლია.
მოკლედ, მომავალ წელს ავტოსამყაროს საინტერესო პერსონაჟის გამოჩენას ელის...


ვიდეო




ასევე წაიკითხეთ

„ჰირიკო“ – დასაკეცი ელექტრომობილი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/01/blog-post_25.html


ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ ევროპის დაპყრობას მალე დაიწყებს (ვიდეო)

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_8240.html


გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7622.html


„ლოტუს უორლდ ქარ კონცეპტ“ - ძალიან იაფი და ეკონომიური

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_13.html

No comments:

Post a Comment