Friday, November 6, 2009

”დოჯ ვაიპერის” წარმოება დროებით შეწყდება
Dodge Viper Dead. For Two Years Only
6 ნოემბერი”კრაისლერმა” და ”ფიატმა”, აშშ-ის ბაზარზე მოქმედების ხუთწლიანი გეგმის შემუშავება დაასრულეს. ამ გეგმის მიხედვით, მერმის ამერიკული კომპანია სპორტულ ავტომობილი ”დოჯ ვაიპერის” წარმოებას შეწყვეტს, თუმცა მხოლოდ ორი წლით, რადგან 2012 წელს ბაზარზე ახალი ”ვაიპერი” გამოვა.
მირმის, იანვრიდან ივლისის ჩათვლით, სულ 500 ცალი ”ვაიპერი” დამზადდება. შემდეგ ამ ავტომობილის წარმოება შეწყდება და ორი კომპანიის ინჟინრები სრულიად ახალი ”ვაიპერის” შემუშავებას შეუდგებიან. ორი წლის შემდეგ კი ეს ავტომობილი პირველად წარსდგება საზოგადოების წინაშე.
რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილის შესახებ, ჯერ არაფერია ცნობილი, მაგრამ ადვილად სავარაუდოა, რომ ის გარკვეულ ნაწილებს ”ფიატის” ან ”ალფა რომეოს” ავტომობილებისგან მიიღებს. უფრო მილანური კომპანიის მოდელებისგან, რადგან ”ალფა” უფრო სპორტული ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული.
იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალი ”ვაიპერი” ”ფერარის” V10 ძრავს მიიღებდა, მაგრამ რამდენადაც, ახალი ”კრაისლერი” აქცენტს ფართო მასებზე აკეთებს, ეს ვარიანტი არარეალურად მოჩანს.
უნდა ითქვას, რომ ”კრაისლერმა” თავისი სუპერ ავტომობილის წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მეორედ მიიღო. პირვანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც ამერიკული კომპანიის რესტრუქტურიზაციამდე და გაკოტრებამდე იყო მიღებული, ”ვაიპერის” წარმოება ამ წლის ბოლოს უნდა შეწყვეტილიყო. მაგრამ ”ფიატთან” გაერთიანების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება შეიცვალა, რაც იტალიური კონცერნის შეფ სერჯო მარკიონეს სურვილის შესაბამისად მოხდა.
მიმდინარე წელს, ”დოჯი” აწარმოებს ”ვაიპერს”, რომლის კაპოტქვეშაც 8.4-ლიტრიანი V10 აგრეგატია განლაგებული. ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 600 ცხენის ძალას აღწევს, მასთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული.

No comments:

Post a Comment